მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამოქალაქო კოდექსი: რა უნდა ვიცოდეთ და ვის მივმართოთ დახმარებისთვის

news image
mbc image

თანამედროვე სამყარო ეფუძნება ისეთ მოწყობის სისტემას, სადაც დაწერილი კანონები არსებობს. განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, ადამიანებმა კონკრეტული ტიპის ღირებულებები, მორალური ნორმები და თავისუფლებისა, თუ ინდივიდუალიზმის გამომხატველი სხვადასხვა მანიშნებელი ჩამოვაყალიბეთ, თუმცა იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებს სოციუმი ერთმანეთთან სამართლებრივად და როგორი უნდა იყოს კერძო სამართლებრივი ურთიერთობები, დღეს, საქართველოში, რეგულირდება სამართლის დარგის მეშვეობით, რომელსაც სამოქალაქო კოდექსი ეწოდება. 

 

სამოქალაქო კოდექსის #1 მუხლში ვკითხულობთ:

 

 "ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს". 

 

ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსი მოიცავს ყველა კერძო სამართლებრივ ურთიერთობას, მათ შორის: 

 

  • სანივთო სამართალი; 
  • ვალდებულებითი სამართალი;
  • სახელშეკრულებო სამართალი;
  • საოჯახო სამასრთალი;
  • მემკვიდრეობითი სამართალი; 
  • და სხვა. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსი ძალიან ფართო მნიშვნელობას იღებს, შეუძლებელია არაიურიდიული განათლების არმქონე პირი ერკვეოდეს და იცოდეს სხვადასხვა დეტალი, თუ სრული შინაარსი, თუმცა იმისათვის, რომ ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, გაგაცნობთ იმ სამართლებრივ ურთიერთობებს, სადაც დასახმარებლად ყველაზე ხშირად მიმართავენ იურიდიულ კომპანებს: 

 

  • ვალდებულებითი სამართალი

 

ვალდებულებითი სამართალი არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია ქონების გადაცემასთან, სამუშაოს შესრულებასთან, მომსახურების გაწევასთან, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობით და ამით გამოწვეულ პასუხისმგებლობასთან, მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან და სხვა. ვალდებულებითი სამართალი შედგება ორი, ზოგადი და კერძო ნაწილისაგან. ზოგადი ნაწილის ნორმებით, განისაზღვრება ისეთი საკითხი, როგორიცაა ვალდებულების ცნება და მისი წარმოშობის და შეწყვეტის საფუძვლები, შინაარსი, შესრულების წესი, პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და ა.შ.; ხოლო, კერძო ნაწილის ნორმებით ცალკეული ვალდებულებები რეგულირდება, მაგალითად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით პასუხისმგებლობის საკითხი. 

 

  • სანივთო სამართალი

 

სანივთო სამართალი აწესრიგებს პირთა ურთიერთობებს ქონებასთან მიმართებით. სანივთო სამართალი, შეიძლება ითქვას, რომ ქონებრივი სამართალიცაა. სანივთო სამართალი გვეუბნება, რომ არსებობს სანივთო უფლებები, რომელიც აბსოლუტური უფლებაა და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში. მაგალითად, კერძო ქონების, - ბინის  მეპატრონეს აბსოლუტური უფლება აქვს თავის ქონებაზე, რაც ნიშნავს, რომ თუ ვინმე მისი ქონების ხელყოფას ეცდება, მეპატრონეს სრული უფლება აქვს მოთხოვოს პირს ხელყოფის შეწყვეტა და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს საკუთრების უფლების დაცვის მოთხოვნით.  სანივთო სამართალი მოიცავს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, მის რეგისტრაციას, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და სხვა. 

 

  • სახელშეკრულებო სამართალი

 

სახელშეკრულებო სამართალი კერძო სუბიექტებს შორის დადებულ ხელშეკრულებებს არეგულირებს. Ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე, წერილობითი ფორმით. გარიგება ერთი, ორი ან რამდენიმე პირის მიერ დადებული შეთანხმებაა, სადაც ყველა მხარისთვის გარკვეული უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსში ვკითხულობთ: 

 

„კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. 

 

ხელშეკრულების შინაარსი მოიცავს იმ დებულებებსა და ასპექტებს, რომელზე მხარეები თანხმდებიან. ხელშეკრულების მხარეებს აქვთ თავისუფლება დამოუდიკებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე და შესაამისად მოაწესრიგონ ურთიერთობებიც, რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.


 

  • მემკვიდრეობითი სამართალი

 

მემკვიდრეობა გარდაცვლილი პირის ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირებზე გადასვლას გულისხმობს, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობის სამართლის ნორმების შესაბამისად. Მემკვიდრეობის უფლება წარმოიშობა ანდერძის და კანონის საფუძველზე. 

 

როდესაც საქმე ეხება ანდერძით მემკვიდრეობას, მემკვიდრე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელსაც ქონების მეპატრონე თავის სიცოცხლეში ანდერძში დაასახელებს (დასახელებული ადამიანი, მემკვიდრედ დასახელების მომენტში უნდა იყოს ცოცხალი). 

 

ხოლო კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში, როგორც წესი, მემკვიდრეები კანონით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით დგება. პირველ რიგში, მემკვიდრეებად მეუღლე, შვილები და მშობლები მიიჩნევიან. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, მეორე რიგის მემკვიდრედ მემკვიდრედ დედმამიშვილები, ან მათი შვილები მიიჩნევიან და ა.შ. 

 

კანონით მემკვიდრეობისას, სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის. რაც ნიშნავს, რომ და-ძმას, ძმებს ან დებს შორის, ქონება თანაბრად უნდა გაიყოს. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეთა შორის სამკიდროს გაყოფაზე შეთანხმება ვერ მოხდება, დავას წყვეტს სასამართლო და სასურველია კომპეტენტური ადვოკატის კონსულტაცია და შემდეგი ნაბიჯების პროფესინალთან ერთად დაგეგმვა. 

 

ვის მივმართოთ სამართლებრივ საკითხებზე დახმარებისათვის? 

 

იურისტის კონსულტაციისა და სამართლებრივი საკითხების წარმატებით მოგვარებისათვის, აუცილებელია ვენდოთ მხოლოდ გამოცდილ და კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიებს. საქართველოში ასეთი იურიდიული კომპანია Prime Legal-ია, სადაც მიმართვისას, გუნდი მთლიანად ერგება კლიენტის დროსა და საჭიროებებს, მათ შორის, ენობრივ ბარიერებსაც, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ სრულად კონცენტრირდეს თავის საქმეზე და იურიდიული საკითხები პროფესიონალთა გუნდს მიანდოს. 

 

დამატებითი კომფორტისათვის, Prime Legal-მა შექმნა ჰიბრიდული სერვისი, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს იურიდიული კომპანიის სერვისებით ისარგებლოს როგორც დისტანციურად, ასევე მომხმარებლისთვის სასურველ ადგილას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. რაც მთავარია, კომპანია გთავაზობთ სწრაფ რეაგირებას და თუ, თავად სამართლებრივი საკითხის რეგულირება არ მოითხოვს და საჭიროებს დროის ხანრგძლივ პერიოდს, კლიენტის მიერ მოთხოვნილი მომსახურების მიღება, Prime Legal-ში მეორე სამუშაო დღესვეა შესაძლებელია. 


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა