EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველო იმ 14 სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომლებმაც 2026 წელს დღიური აფრენა-დაფრენების ისტორიული რეკორდი დაამყარეს - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
„შეხვედრაზე EUROCONTROL-ის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველო იმ 14 სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომლებმაც 2026 წელს დღიური აფრენა-დაფრენების ისტორიული რეკორდი დაამყარეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) დირექტორმა, გივი დავითაშვილმა EUROCONTROL-ისა და საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელიც თბილისში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
„EUROCONTROL-ის მონაცემები მოიცავს უშუალოდ ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულ აფრენა-დაფრენებს, რაც მოწმობს, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოწინავე საავიაციო ბაზარია“, - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2026 წელი საქართველოსთვის საჰაერო მიმოსვლის განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა, საპროგნოზო მაჩვენებლები კი ფრენების კიდევ უფრო მატების მოლოდინს იძლევა.
ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
სგპ ,,ქუთაისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
16.11.2026.15:43
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ქუთაისის აეროპორტი", სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენო ინსპექტირების აპარატზე სკანირებისას ჯამში - 166 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
40 397 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საზღვარზე მალულად შემოჰქონდა.
საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.