მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე არსებულ პრობლემებზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრებით | რევაზ სოხაძე

news image
mbc image

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამტრედია–გრიგოლეთის საავტომობილო გზის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტზე წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლება და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საზოგადოებას ყოველთვის ღიად აწვდიდნენ ინფორმაციას.

„სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე ჩვენ ყოველთვის ღიად ვსაუბრობდით არსებულ პრობლემებზე. აქ გვქონდა შემთხვევა, როდესაც სამშენებლო სამუშაოები არასწორად შესრულდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პასუხისმგებლობაში არიან მიცემული შესაბამისი პირები და, ამავე დროს, მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა იმ კომპანიებთან, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდნენ”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე პროექტზე არსებული პრობლემების გამოსწორება მიმდინარეობს და შესაბამისი კონტრაქტორი სამუშაოებს აგრძელებს.

„ახლა მიმდინარეობს ამ პრობლემების გამოსწორება. შესაბამისი კონტრაქტორი აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება და ეს დასამალი არ არის. ჩვენ ამ პრობლემაზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობდით და საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდით”, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ახლად გახსნილ მონაკვეთზე გამოვლენილ ლოკალურ დეფორმაციებს, რომელთა აღმოსაფხვრელად მოძრაობა ოთხი დღით დროებით შეიზღუდა.

რევაზ სოხაძის განმარტებით, დასრულებულ საგზაო პროექტებზე მოქმედებს ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო პერიოდი. ამ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება კონტრაქტორის ვალდებულებაა და შესაბამის სამუშაოებს კომპანია საკუთარი ხარჯით ახორციელებს.

„ნებისმიერ დასრულებულ გზაზე მოქმედებს საგარანტიო პასუხისმგებლობა. ეს ნიშნავს, რომ თუ საგარანტიო პერიოდში გარკვეული ხარვეზი გამოვლინდა, კონტრაქტორი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით გამოასწოროს ის. განსაკუთრებით ისეთი რთული საინჟინრო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში, როგორიც გზებია, ექსპლუატაციის პროცესში შესაძლებელია გარკვეული ხარვეზების გამოვლენა და სწორედ ამიტომ არსებობს საგარანტიო ვალდებულება”, — განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოვლენილ ნებისმიერ ხარვეზს შესაბამისი და დროული რეაგირება მოჰყვეს.

„პრობლემა იქნებოდა, ხარვეზი რომ გამოვლენილიყო და მასზე რეაგირება არ მომხდარიყო. ამ შემთხვევაში ხარვეზები გამოვლინდა, კონტრაქტორს მიეცა მათი გამოსწორების დავალება და სამუშაოებს საკუთარი ხარჯით ასრულებს. სწორედ ამისთვის შეიზღუდა მოძრაობა რამდენიმე დღით, რათა სამუშაოები უმოკლეს ვადაში შესრულდეს”, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა