საპენსიო ფონდის მონაწილეები არიან დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ყველა დასაქმებული პირი და ინდივიდუალური მეწარმე - ანა ნაჭყებია
საპენსიო ფონდის მონაწილეები არიან დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ყველა დასაქმებული პირი და ინდივიდუალური მეწარმე - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„როგორც იცით, ეს რეფორმა 2018 წელს დაიწყო და 2019 წლიდან ვახდენთ შეგროვებას აქტივების. ჩვენი მონაწილეები არიან დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი მთელს საქართველოში ვინც კი მუშაობს და ასევე ინდმეწარმეები. როდესაც მუშაობას იწყებ, შენი ხელფასიდან 2% გადმოირიცხება საპენსიო ფონდში, რომელსაც ასევე 2%-ს ამატებს დამსაქმებელი და უმეტეს შემთხვევაში ხელფასის რაღაც დონემდე სახელმწიფო დამატებით წახალისებას ახდენს ამ რეფორმის და დამატებით 2%-ს გჩუქნის. ანუ პირველივე დღიდან, როდესაც მუშაობას იწყებ შენი ეს რომ წარმოვიდგინოთ 100 ლარიდან, 2 ლარი სამაგდება და ხდება 6 ლარი, ეს 6 ლარი მერე მოდის საინვესტიციო სამსახურში, საპენსიო ფონდში და ხდება ამ 6 ლარის ინვესტირება. ამ 6 ლარზე დამატებით ინვესტიციების შედეგად ვიღებთ ამონაგებს, რაც როგორც აღვნიშნეთ რაც ფონდი გაეშვა დაახლოებით 10-11% არის ყოველწლიური მაჩვენებელი და ეს მოგება პროპორციულად ყველა მონაწილეს ვისაც რამდენი დანაზოგი აქვს იმის პროპორციულად უნაწილდება. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, ყველა ადამიანს აქვს თავისი საპენსიო გვერდი, რომელიც ჩვენს საიტზე არის ხელმისაწვდომი. შეგიძლია შეხვიდე და ნახო შენ მიერ შეტანილი თანხების მოცულობა, რომელმა დამსაქმებელმა რამდენი თანხა შეიტანა, სახელმწიფომ რამდენი კონტრიბუცია გააკეთა, საინვესტიციო ამონაგები რა იყო და ეს ყველაფერი არის ძალიან ღიად ნაჩვენები. გარდა ამისა, იმის მიხედვით რომელი პორტფელი გაქვს არჩეული ნაჩვენები არის ეს შენი მთლიანი დანაზოგი როგორ არის განაწილებული აქტივების მიხედვით, სად არის, რა პროცენტი არის დეპოზიტებში, რა პროცენტი არის სახაზინო ობლიგაციებში და რა პროცენტი არის აქციებში და ეს არის ძალიან გამჭვირვალე. უბრალოდ ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის რომ ეს არსებობს და შეუძლია რომ ნახონ. გარდა იმისა რომ მობილურში ვხედავთ, მობაილ ბანკში ამ თანხას“, - აცხადებს ანა ნაჭყებია.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.