საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია - განახლებული სტატისტიკა
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია.
2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28,882 - მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 137,2 მილიონი ლარი.
თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10.06.2026.18:13
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.
ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს, როგორც საზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობის, ისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს, ასევე, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.