მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს და აგრძელებს სტრატეგიული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პარტნიორის როლი.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოს მიმზიდველობას მხოლოდ განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა არ განსაზღვრავს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობა, პროგნოზირებადი გარემო და სანდოობა.
„რაც უფრო ეფექტიანად გამოვიყენებთ ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს, მით უფრო მეტად აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი საგზაო პროექტი მიმდინარეობს. მისი თქმით, მიმდინარე წელს, სამტრედიის ხიდის მონაკვეთის გარდა, სრულად გაიხსნება თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. აქტიურად გრძელდება სამუშაოები კახეთის მიმართულებით, იწყება თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც როგორც საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობისთვის, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ასევე იწყება სარფის გვირაბის პროექტი, აქტიურად მიმდინარეობს კობი- ქვეშეთისა და გველეთი-ლარსის მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო პროექტებს წარმოადგენს. მინისტრის თქმით, დაწყებულია სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის პროექტირება, უახლოეს პერიოდში კი ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით იწყება სამხრეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის განვითარების პროექტიც, რომელიც მარნეულს ახალციხესთან დააკავშირებს. პირველ ეტაპზე პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდება.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტი პროცესია. თანამედროვე და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და რეგიონული ფუნქციის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

20.07.2026.17:30

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო" შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

საქონლის სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა