მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

news image

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და ციფრული კომპეტენციების დეპარტამენტმა განახორციელა კვლევა „მედია და ინფორმაციული წიგნიერება ყველასთვის: ხარვეზების აღმოფხვრა“, რომელიც მიზნად ისახავდა 194 ქვეყანაში ფორმალურ განათლებაში მედია და ინფორმაციული წიგნიერების დანერგვისა და მედიაწიგნიერების ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით არსებული გარემოს შეფასებას.

კვლევის თანახმად, ზოგად განათლებაში მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლების ინტეგრირებული მიდგომა, 194 ქვეყნიდან 75 ქვეყანაშია დანერგილი, რაც გულისხმობს მედიაწიგნიერების სწავლებას ისეთ საგნებთან ერთად, როგორებიცაა სამოქალაქო განათლება, ისტორია, ენები და მათემატიკა. საგულისხმოა, რომ საქართველოში განათლების ზოგად საფეხურზე ეს პრაქტიკაც ფართოდაა დანერგილი, შესაბამისად, საქართველო აღნიშნულ 75 ქვეყანას შორისაც მოხვდა.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მედიაწიგნიერება ინტეგრირებულია ზოგად განათლებაში, საგანი უმეტესად სკოლის დაწყებით საფეხურებზე ისწავლება. ამასთან, ანგარიში ადასტურებს იმასაც, რომ გაზრდილი ციფრული ავტონომიიდან გამომდინარე, მოზარდობის პერიოდი არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მედიაწიგნიერების სწავლებისთვის. საქართველოში მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, X-XI კლასებში ისწავლება.

საგულისხმოა, რომ ეს მნიშვნელოვანი შედეგები 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ძალისხმევით დაწყებული „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის დამსახურებაა. სწორედ ამ ძალისხმევის შედეგად, 2025 წლისთვის საქართველოში იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე არჩევით საგნად ისწავლება, 300-მდე გაიზარდა, ხოლო სკოლების 90%-ზე მეტი რეგიონის სკოლებს წარმოადგენენ.

პროექტის საწყის ეტაპზე, სკოლებში ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო. სპეციალურად შემუშავებული რესურსების გამოყენებით, მედიაწიგნიერების სწავლებაში ამ ეტაპისთვის 2,600 მასწავლებელია გადამზადებული. სწორედ ComCom-ის ძალისხმევით, მედიაწიგნიერება შეტანილია ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული არჩევითი საგნების ნუსხაში.

„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი X-XI კლასების მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას და I სემესტრის განმავლობაში, მათთვის მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების საგნის სწავლებით სულ უფრო მეტი სკოლის დაინტერესება და ახალგაზრდების მედიაწიგნიერ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კვლევის სანახავად ეწვიეთ ბმულს : https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000396030

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტუ-ის რექტორი - წარმატებებს ვუსურვებ სტუდფესტის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს

02.05.2026.12:06

„ისეთი მასშტაბური ფესტივალის ორგანიზებით, როგორიცაა „სტუდფესტი-2026”, სახელმწიფო ახალგაზრდებსჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისკენ, სპორტში, განათლებასა და კულტურულ აქტივობებში აქტიურიმონაწილეობისკენ მოუწოდებს. ეს არის სწორი გზავნილი, რომელიც ხელს უწყობს ძლიერი, ჯანმრთელი დამოტივირებული თაობის ფორმირებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტი ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებასადა ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. სწორედ ამიტომ,  ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენისტუდენტების აქტიური მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებში. წარმატებებს ვუსურვებ სტუდფესტის მონაწილე ყველა ახალგაზრდას, განსაკუთრებით კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ„სტუდფესტი-2026“-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ, რექტორის ხელმძღვანელობით, მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2026” - გახსნისღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. 

 

„სტუდფესტი 2026“, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის სპორტული ტურნირების ორგანიზებასა და ჩატარებას. პარალელურად, დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას და სხვადასხვა მიმართულებით უნარების განვითარებას. აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტები უნივერსიტეტს წარმოადგენენ  როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ისე ინტელექტუალურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ პროექტებში.

 

რექტორის განცხადებით, მასშტაბური ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას, ახალგაზრდებს აძლევს თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობას და აძლიერებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობასა და ჯანსაღ კონკურენციას. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტები ერთდროულად აერთიანებს განათლებასა და მეცნიერებას, სპორტს, საზოგადოებრივ აქტივობას, სტუდენტურ თვითშემოქმედებასა და კულტურულ აქტივობებს, რაც ქმნის განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ გარემოს საქართველოში.

 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად ერთვება „სტუდფესტი 2026“-ში. ჩვენი სტუდენტები და სტუდენტური ჯგუფები მონაწილეობენ როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ისე სხვადასხვა შემოქმედებით, ინტელექტუალურ და მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალგაზრდების მრავალმხრივ პოტენციალს. წარმატებებს ვუსურვებ  სტუდენტებს. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებისა და მსგავსი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერისთვის. მადლიერებას გამოვხატავ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის მიმართ, რომლის ხედვა და უშუალო ჩართულობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური ინიციატივების განვითარებას და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებას. განსაკუთრებული მადლობა - თბილისის მერიას და მერ კახა კალაძეს, რომლის მხარდაჭერაც დედაქალაქის მასშტაბით ახალგაზრდული, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში ძალიან მნიშვნელოვანია, და რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს - ღონისძიების მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სტუდენტს, ვინც მონაწილეობს ამ ფესტივალში. ძვირფასო ახალგაზრდებო,  თქვენი ენერგია, შრომა და ენთუზიაზმი სწორედ ის ძალაა, რომელიცსაქართველოს მომავალს აძლიერებს“, - აცხადებს დავით გურგენიძე. 


სტუ-ის ინფორმაციით, „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში 1 მაისიდან მიმდინარე ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტულ ტურნირებში -  შვიდკაცა რაგბი (ვაჟები), ძიუდო (ვაჟები), ნარდი, შაში და ჭადრაკი (გოგონები და ვაჟები) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და ღირსეულად იასპარეზეს.

 

ცნობისათვის, „სტუდფესტი-2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა