მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.3
0.0216
flag
AZN 1.5401
-0.0008
flag
CNY 38.819
-0.0007
flag
EUR 3.0205
-0.0009
flag
GBP 3.5397
0.0037
flag
KZT 56.24
0.0009
flag
TRY 0.0548
-0.0001
flag
USD 2.6181
-0.001
news banner

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა

news image
mbc image

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხელმძღვანელებს, გაერთიანებულია შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ჩრდილოეთი მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა და თურქეთი.

CEBS ჯგუფის კოორდინატორი ქვეყანა მონაწილეობს კომიტეტების მოსამზადებელ შეხვედრებში და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ჯგუფის წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციების კოორდინაცია და WIPO-ს სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, ასამბლეების, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ჯგუფის შეთანხმებული პოზიციის წარმოჩენა და დაცვა. 

კოორდინატორი ქვეყანა აქტიურად ერთვება თემატურ მოლაპარაკებებში, ჯგუფის სახელით მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შედგენაში ჯგუფის წარმოჩენის მიზნით, უფლება აქვს წარადგინოს ჯგუფის ნებისმიერი წევრის კანდიდატურა (მათ შორის, საქართველოს), WIPO-ს კომიტეტების თავმჯდომარეებად და ვიცე-თავმჯდომარეებად. გარდა ამისა, კოორდინატორს შეუძლია ისეთი პროექტების ინიციირება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჯგუფის წევრ ქვეყნებში ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის გაუმჯობესებას.

კოორდინატორობის პერიოდში, საქართველოს წარმომადგენელი ერთი წლის განმავლობაში ჯგუფის სახელით წარადგენს განცხადებებს WIPO-ში, რაც გააძლიერებს ქვეყნის ინტეგრაციას ორგანიზაციაში, გაამარტივებს კომუნიკაციას, შექმნის ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენის შესაძლებლობას, ასევე ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ WIPO გაეროს ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ორგანიზაციაა, რომელიც განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ეფექტიანი და დაბალანსებული ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სისტემის განვითარებას და ხელს უწყობს ინოვაციებისა და შემოქმედების განვითარებას. ორგანიზაცია დაარსდა 1967 წელს და დღევანდელი მონაცემებით აერთიანებს 194 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 1991 წლიდან არის საქართველოც.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ახალ რეგიონულ დირექტორს, ენტონი სპირსს შეხვდა

13.08.2026.11:49

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ახალ რეგიონულ დირექტორს ენტონი სპირსს შეხვდა, რომელიც 15 აგვისტოდან შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას და აღნიშნულ პოზიციაზე დევიდ ქენედეის ჩაანაცვლებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს.

ირაკლი ფურცელაძემ სტუმარს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სააგენტოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს საქართველოში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების განმტკიცებისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების საკითხებში.

თავის მხრივ, აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA)-წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეგიონში საიმედო და წამყვანი პარტნიორია.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები – პაატა იმნაძე, ირმა ხონელიძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა