მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214
-0.0003
flag
AZN 1.5646
-0.0005
flag
CNY 39.23
-0.0061
flag
EUR 3.0723
-0.0056
flag
GBP 3.5619
-0.0024
flag
KZT 54.49
-0.0004
flag
TRY 0.0576
-0.0001
flag
USD 2.6593
-0.0014
news banner

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია რეგიონში ყოველთვის იყო დარგის ჰაბი - ირაკლი ყანდაშვილი

news image
mbc image

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია რეგიონში ყოველთვის იყო დარგის ჰაბი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს პარტნიორობის გაფართოება როგორც რეგიონულ, ისე ევროპულ დონეზე, მათ შორის აზერბაიჯანთან და სომხეთთან გაფორმებული მემორანდუმებითა და საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმებში მონაწილეობით, რაც ირაკლი ყანდაშვილის თქმით, პროფესიის განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.
„ეს ნიშა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი არ არის. ამ მიმართულებით მე ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, მათ შორის რეგიონული კუთხით. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა და შეხვედრა პროფესიული გაერთიანების პირველ პირთან, სადაც თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. შაბათ-კვირას სომხეთის პროფესიული გაერთიანების პირველ პირთან, ერევანში, თანამშრომლობის მემორანდუმს ვაწერთ ხელს. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში - თურქეთი უდიდესი მეზობელია, სტრატეგიული პარტნიორი და, მათ შორის, საადვოკატო მიმართულებით ძალიან დიდ როლს თამაშობს რეგიონში. ასევე, პირველი გასვლითი ვიზიტი ევროპაში გვქონდა - ვენაში გაიმართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეების შეხვედრა, სადაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყოველთვის დაფასებული და მიღებული წევრია. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩვენს სწორ ჩართულობას იმ ევროპული ღირებულებების მიმართულებით, რომლებიც, მათ შორის, ადვოკატის პროფესიაშიც არის დანერგილი და ყოველდღიურად ხორციელდება საქართველოში. ეს არის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიურად უკვე რეალიზდება და ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვდგამთ.
და კიდევ ერთი ნიუანსი: საკანონმდებლო ჩარჩოსა და რეგულაციების დახვეწა და შექმნა, რაც ადვოკატის, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გასაუმჯობესებლად იქნება გადადგმული, ასევე საგადასახადო სტანდარტების სწორად რეგულირება ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით - ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვფიქრობთ და ვმუშაობთ“, - განმარტა  ირაკლი ყანდაშვილმა. 
 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

10.06.2026.18:13

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს, როგორც საზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობის, ისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს, ასევე, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა