მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის პარტნიორობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს ფინანსური სისტემის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში უნაღდო (ელექტრონული) გადახდების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი ასევე მიზნად ისახავს საგადახდო სისტემების განვითარებასა და ელექტრონული გადახდების სფეროში მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას, რომელიც ორიენტირებულია საკანონმდებლო და ინფრასტრუქტურული ბარიერების იდენტიფიცირებაზე, საგადახდო სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისებასა და მომხმარებელთა ქცევის შესწავლაზე.

შეთანხმების ფარგლებში, სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის (Bank of Korea) და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და კლირინგის ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute - KFTC) ორგანიზებით, ქალაქ სეულში შედგა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების გუნდის ვიზიტი, რომელსაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა. სებ-ის დელეგაციაში იმყოფებოდნენ საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე, ასევე დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს გაუზიარეს კორეის გამოცდილება ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით, მათ შორის, საგადახდო სისტემების სრულყოფის, ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვისა და რეგულირების თანამედროვე პრაქტიკის მიმართულებით. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა „Korean Exchange“-ისა და „Korean Credit Information Services“-ის  წარმომადგენლებთან.

„კორეის ცენტრალურ ბანკთან პარტნიორობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, გავეცნოთ მოწინავე გამოცდილებას და შევაფასოთ, როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიებისა და რეგულირების თანამედროვე მიდგომები  საქართველოს ფინანსურ ეკოსისტემას მოვარგოთ. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ მომხმარებელთა ნდობა და ჩართულობა ელექტრონულ გადახდებში, რაც აუცილებელია ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ.

პროექტის მომდევნო ეტაპზე განხორციელდება დეტალური ანალიზი, მათ შორის, მოხდება ტექნოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების განხილვა. ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებას, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა