მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7264.4
-0.0068
flag
AZN 1.5739
-0.0004
flag
CNY 39.318
0.0002
flag
EUR 3.1034
-0.0045
flag
GBP 3.5838
-0.001
flag
KZT 56.65
-0.0017
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6751
-0.0007
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტი - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ შეიქმნა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების ციკლის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ - პრეზენტაციას დაესწრო.

მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა. ფილმების ციკლი საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემისა და ეროვნული ვალუტის განვითარების დოკუმენტურ მიმოხილვას წარმოადგენს. იგი ასახავს ქართული ფულის ემისიისა და მიმოქცევის, ნუმიზმატიკური მემკვიდრეობის, საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად ეტაპებს.

პროექტის მიზანია საქართველოს ფინანსური ისტორიის სისტემატიზაცია და მისი ფართო აუდიტორიისთვის ვიზუალურად, სამეცნიერო-პოპულარული ფორმით წარმოჩენა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმების სერია ერთ-ერთი პირველი მასშტაბური მცდელობაა, ქართული ფულის ისტორია ქრონოლოგიურად, სისტემურად და სანდო, დოკუმენტურად დადასტურებულ წყაროებზე დაყრდნობით გადმოიცეს.

„ფული მხოლოდ გადახდის საშუალება არ არის - ის ისტორიის სარკეა. თითოეულ მონეტასა და ბანკნოტში ასახულია ეპოქები, პოლიტიკური ცვლილებები, ეკონომიკური აღმავლობა და გამოწვევები, რომლებმაც საქართველო დღემდე მოიყვანა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფინანსური განათლების განვითარებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, პროექტის ავტორებსა და შემოქმედებით ჯგუფს დოკუმენტური ფილმების მომზადებისთვის.

მედიაპროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელია უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი ნინო ჭალაგანიძე, ხოლო იდეის ავტორი და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი - სულხან მელაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, აღმასრულებელი დირექტორი და მიმართულებების ხელმძღვანელები. ასევე, ბანკი „ქართუს“ გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პრემიერის ინიციატივით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი ელექტრონული პლატფორმის პროექტი, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული - ლევან ჟორჟოლიანი

21.05.2026.13:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა. 

მისივე თქმით, აღნიშნული უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმირებულობას იმის შესახებ, თუ რომელი ქსელი სთავაზობს მას გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ასევე, გაძლიერდება ქსელებს შორის კონკურენციის ხარისხი.

„ქსელებს ექნებათ ვალდებულება, ინფორმაცია წარმოადგინონ ყოველკვირეულად, შესაბამისად, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რომელი ქსელი სთავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას, ან ფასს. აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს კონკურენციის გაძლიერებას ქსელებს შორის“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა