მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კორეის ბანკმა ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის ფარგლებში ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორეის ბანკის წარმომადგენლებსა და კორეის საფინანსო ტელეკომუნიკაციებისა და კლირინგის ინსტიტუტის (KFTC) დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის (Knowledge Partnership Program) ფარგლებში თანამშრომლობის ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ.

2026 წლის პროგრამა ეძღვნება თემას – „ღია ბანკინგი და ღია ფინანსები, როგორც ტრადიციული საგადახდო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანი ალტერნატივა“. პროექტის მიზანია საქართველოსთვის ღია ფინანსების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და შესაბამისი მარეგულირებელი, ინსტიტუციური და ტექნიკური მოდელის შემუშავების მხარდაჭერა.

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, 2025 წელს განხორციელებულმა ერთობლივმა პროექტმა, რომელიც საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის განვითარებას შეეხებოდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის შეფასებასა და მისი განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში.


სებ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივებზე, რომლებიც ფინანსური სერვისების ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამედროვე ციფრული ფინანსური გარემოს ჩამოყალიბება, რის ფარგლებშიც ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის, ღია ბანკინგის ჩარჩოს, ციფრული ბანკების სალიცენზიო რეჟიმის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩოსა და სტეიბლკოინების გამოშვების სამართლებრივი საფუძვლის შექმნა

„ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ღია ბანკინგის სერვისებით 9 მილიონზე მეტჯერ ისარგებლეს, რაც ცხადყოფს, რომ სისტემა უკვე ჩამოყალიბდა საიმედო საფუძვლად ყოველდღიური ციფრული ფინანსური მომსახურებისთვის. ჩვენი შემდეგი ეტაპი ღია ფინანსების განვითარებაა, რომელიც მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე ფინანსური მონაცემების უფრო ფართო და უსაფრთხო გაზიარებას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით კორეის MyData მოდელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკაა და მისი გამოცდილება საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის ფარგლებში კორეელი ექსპერტები ეროვნული ბანკის გუნდთან ერთად იმუშავებენ ღია ფინანსების ეკოსისტემის განვითარების კონცეფციაზე. პროექტი მოიცავს როგორც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ისე საქართველოს სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს ანალიზს, ღია ფინანსების მოდელისა და ეკოსისტემის არქიტექტურის, დანერგვის ეტაპობრივი გეგმის, მონაცემთა გაზიარების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, მმართველობისა და ტექნიკური სტანდარტების შემუშავების საკითხებს.

პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრები საქართველოს საბანკო ასოციაციის, კომერციული ბანკების, ფინტექ კომპანიებისა და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან. პროგრამა წლის განმავლობაში გაგრძელდება შუალედური სემინარებით, შესაძლებლობების განვითარების აქტივობებითა და დასკვნითი ღონისძიებით, სადაც წარმოდგენილი იქნება კვლევის საბოლოო შედეგები და რეკომენდაციები საქართველოს ღია ფინანსების ეკოსისტემის განვითარებისათვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს - აშენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი

11.08.2026.15:27

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე, სტეფანწმინდა-გველეთს შორის, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

არსებული გზა არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანზიტო მაგისტრალის სტანდარტებს და მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი უბრალო რეაბილიტაცია ვეღარ უზრუნველყოფდა საჭირო უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, რამაც განაპირობა მონაკვეთის სრულად ახლიდან მშენებლობის აუცილებლობა.

ახალი გზის პროექტი ითვალისწინებს 2-ზოლიანი, 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას, მათ შორის — საქართველოში ყველაზე გრძელი, 2 კმ-იანი ხიდის აშენებას.

სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტეფანწმინდადან დარიალის ახალ გვირაბამდე გადის. ამჟამად 460 მეტრი სიგრძის გვირაბი უკვე გაჭრილია და მიმდინარეობს შიდა მოსახვის სამუშაოები, მეორე, 846 მეტრი სიგრძის გვირაბზე კი მიმდინარეობს ბურღვითი სამუშაოები. ორივე გვირაბზე ასევე ეწყობა ხიმინჯები.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც მგზავრობის უსაფრთხოება, ისე რეგიონის წვდომა საჭირო სერვისებზე წლის ნებისმიერ სეზონზე.

პროექტის ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო მისი დასრულება იგეგმება 2027 წელს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის მნიშვნელობის მაგისტრალია - იგი E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობაში. გზის მოდერნიზება გრძელდება რამდენიმე მიმართულებით - მათ შორის, ამავე გზაზე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაც, სადაც მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბი უკვე გაჭრილია, ხოლო წლის ბოლომდე დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ ისარგებლოს გზით და მიიღოს წვდომა საჭირო ეკონომიკურ და სოციალურ სერვისებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა