მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო „კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში" გამართულ პანელურ დისკუსიაში

news image
mbc image

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო „კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში" გამართულ პანელურ დისკუსიაში.

სესია დაეთმო საქართველოს მთავრობისა და „სილქ როუდ ჯგუფის" ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას საერთაშორისო ბაზრებზე.

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმულ იმ ღონისძიებებზე, რომელიც წინ უსწრებდა ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას. მან, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას და მაღალ მოთხოვნას ევროობლიგაციების მიმართ.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამ ფაქტმა დაადასტურა ნდობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რომლის საშუალებითაც რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შენარჩუნება.

„ჩვენ ირგვლივ არსებული და სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაცია, სამწუხაროდ, საქართველოსთვის კარგად ნაცნობია. მოვლენების ასეთ განვითარებას თავისი გავლენა აქვს მცირე და ღია ეკონომიკებზე. მრავალი განსხვავებული შოკის მიმართ ქართულმა ეკონომიკამ მედეგობა აჩვენა. ჩვენ ბოლო წლებში ვიხილეთ მრავალი წყაროდან მომდინარე გეოპოლიტიკური, პანდემიასთან თუ ნავთობის ფასებთან დაკავშირებული კრიზისი. თუმცა, საქართველომ ძლიერი რეფორმების დღის წესრიგის წყალობით, საკმაოდ კარგად შეძლო გამოწვევების მართვა, რაც მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. სწორედ ამის შეთავაზება შეგვიძლია მსოფლიოსთვის და ინვესტორებისთვის - ძალიან გამართული პოლიტიკით, მაკროეკონომიკური სტაბილურობითა და ძალიან ძლიერი ფისკალური მაჩვენებლებით. ჩვენ მიერ წარმოებული პოლიტიკა არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანა შეძლებს ნებისმიერი სახის ეკონომიკური შოკის დაძლევას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოსვლისას, იგი ასევე, შეეხო ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისიის პერსპექტივას და ამ მიმართულებით, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას.

„ფასიანი ქაღალდების ემისიის კონტექსტში სავალუტო დეკომპოზიცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამდენად, ჩვენ უფრო აქტიურები ვიქნებით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ლარსა და სხვა ვალუტაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სესიას მოდერატორობას უწევდა J.P. Morgan-ის CEEMEA რეგიონის სავალო კაპიტალის ბაზრების (DCM) დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მმართველი დირექტორი სტეფან ვაილერი.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს „თიბისი ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და „სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს

21.09.2026.17:16

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, - აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.

„მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს. ამის გამო, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.

ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა