მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31 - ე დისკუსია- „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი და GGU ჯგუფისა და „ჯივიპის“ გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე, ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ეკონომიკური ზრდის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ინტეგრირებაზე, სატარიფო პოლიტიკაზე, ასევე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა დისკუსიის ფარგლებში კომპანიის სტრატეგიულ ხედვაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიის მთავარი მიზანია თანამედროვე და მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მოსახლეობას უსაფრთხო და უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სოფლების წყალმომარაგებაზე, წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების განვითარებაზე, სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და სატარიფო-საინვესტიციო მოდელის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

ბესიკ ჯიქურაულის განცხადებით, საბოლოო მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქალაქსა თუ სოფელში, ჰქონდეს უსაფრთხო წყალმომარაგება, თანამედროვე წყალარინების სისტემა და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესსექტორი, კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, ასევე აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 11 აგვისტოს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

10.08.2026.21:46

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა