მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.4
-0.0122
flag
AZN 1.5518
-0.0003
flag
CNY 38.818
0.0013
flag
EUR 3.014
0.0031
flag
GBP 3.5354
0.0116
flag
KZT 56.45
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6376
-0.0008
news banner

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ გამარჯვებულმა აქსელერატორმა 500 Global-მა მეორე - MVP-ის ეტაპისთვის სტარტაპების განაცხადების მიღება დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ ფარგლებში, ერთ-ერთმა გამარჯვებულმა საერთაშორისო აქსელერატორმა, 500 Global-მა, მეორე — MVP-ის (მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის) ეტაპისთვის სტარტაპების განაცხადების მიღება ოფიციალურად დაიწყო.

მიმდინარე ფაზა 4 თვის განმავლობაში გრძელდება და სრულად არის ფოკუსირებული MVP-ის შექმნასა და დახვეწაზე, პროდუქტის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის (Product-Market Fit) უზრუნველყოფასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. ამ ეტაპზე სტარტაპების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან ინტენსიური სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს, მათ ასევე პროცესში საშუალება ექნებათ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნონ და მათი გამოცდილება გაიზიარონ. გარდა ამისა, თითოეული სტარტაპი სააგენტოსგან მიიღებს 50,000 ლარის ოდენობის გრანტს.

აღნიშნული ინიციატივა GITA-ს ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის 12-თვიანი კომპლექსური პროგრამის ნაწილია. იგი სპეციალურად შეიქმნა საქართველოში მომუშავე, ადრეულ ეტაპზე მყოფი დამფუძნებლებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი იდეები და კონცეფციები რეალურ, კონკურენტუნარიან ბიზნესად აქციონ. პროგრამის გრძელვადიანი მიზანია, დაეხმაროს ინოვატორებს გამოწვევების შეფასებაში, ბაზრის უკეთ შესწავლაში, ბიზნესმოდელის გაძლიერებასა და როგორც, ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ეფექტიანად პოზიციონირებაში.

პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ სტარტაპებს განაცხადის შემოტანა შეუძლიათ მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით. სარეგისტრაციო ბმული: 

https://500.co/founders/eurasia/startup-academy#waitlist

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა

09.07.2026.20:28

საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების რეგულირების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი.

საავიაციო სკოლა „მიმინო" გახდა პირველი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზემსუბუქი თვითმფრინავის (მე-2 კლასი) ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მაძიებელ პილოტებს მოამზადებს. სერტიფიცირების პროცესში სააგენტომ შეისწავლა სასწავლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შეამოწმა სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მდგომარეობა და დაადგინა მათი შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან.

პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების სავალდებულო მოთხოვნები 2026 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. სააგენტოს მიერ, განისაზღვრა ინსტრუქტორთა მომზადების შესაბამისი სტანდარტი, ინსტრუქტორის საფრენოსნო გამოცდილების მოთხოვნები, ასევე კრიტერიუმები ინსტრუქტორთა სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პედაგოგიური რესურსის მიმართ.

განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ინსტრუქტორთა მომზადება და გადამზადება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში. ინსტრუქტორები კი, თავის მხრივ დამოუკიდებლად ახდენენ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ფრენის სურვილის მქონე პილოტ-კურსანტების სწავლებასა და მომზადებას. ცვლილება ხელს უწყობს ცოდნის სტანდარტიზაციას, რაც პირდაპირ აისახება ფრენების უსაფრთხოებაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა