მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.7
-0.0076
flag
AZN 1.5396
-0.0005
flag
CNY 38.807
-0.0012
flag
EUR 3.0191
-0.0014
flag
GBP 3.5318
-0.0079
flag
KZT 56.26
0.0002
flag
TRY 0.0548
0
flag
USD 2.6171
-0.001
news banner

GCCA-მ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" მიერ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი–მცხეთის" 40%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" მიერ შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი–მცხეთის" 40%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.

აღნიშნულ საქმეზე, კონცენტრაციის სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებისთვის, გასული წლის IV კვარტალში, GCCA-მა შესაბამისი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა და მას განხორციელებული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების სააგენტოში წარდგენა დაევალა.

ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" საქმიანობის სფეროს უმაღლესი განათლების მიწოდება წარმოადგენს, ხოლო შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი–მცხეთა" სამედიცინო მომსახურების მიწოდების ბაზარზე ოპერირებს.

შესაბამისად, პირველ ეტაპზე, სააგენტომ კონცენტრაციის შესაძლო გავლენა შეაფასა ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების, როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული მომსახურებების ჭრილში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და მის მიღმა მიღებული შემოსავლების მიხედვით. მონაცემები დამუშავდა როგორც 2024 წლის, ასევე 2025 წლის ცხრა თვის შედეგების გათვალისწინებით.

გასული წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მომსახურების ბაზრები (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და მის გარეთ) დაბალი კონცენტრაციითა და კონკურენტული გარემოთი ხასიათდებოდა: ამბულატორიული მომსახურების ნაწილში (გარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული შემოსავლებისა), ბაზრის მოცულობა - 479 346 717 ლარს შეადგენდა, მოქმედი კომპანიების რაოდენობა კი 141 იყო. რაც შეეხება სტაციონარულ მომსახურებას (გარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული შემოსავლებისა), ბაზრის მოცულობა 399 754 314 ლარს შეადგენდა, ხოლო ბაზარზე 151 კომპანია იყო წარმოდგენილი.

შესაბამისად, მონაცემების თანახმად, საქართველოში სამედიცინო მომსახურების ბაზარი დაბალკონცენტრირებულად შეფასდა, კონცენტრაციაში მონაწილე და მათთან დაკავშირებული სუბიექტების საბაზრო წილები მცირეა და უმნიშვნელოა ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელიც.

გარდა ამისა, ვინაიდან, შემძენი წარმოდგენილია საგანმანათლებლო საქმიანობის ბაზარზე, სააგენტომ განსახილველი ტრანზაქციის შესაფასებლად ბაზარზე კონცენტრაციის დონე აღნიშნული მიმართულებითაც შეისწავლა. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი აღნიშნულ შემთხვევაში 599.72 ერთეულს გაუტოლდა, შესაბამისად, GCCA-ის მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიწოდების ბაზარი, ასევე დაბალკონცენტრირებულად შეფასდა.

მონაცემების ანალიზის საფუძველზე GCCA-მა დაადგინა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ მოახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2025 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა

14.08.2026.12:50

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ექსპერტების მორიგი სამუშაო ვიზიტი განხორციელდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ევროკონტროლის ექსპერტებმა ქართულ მხარეს გააცნეს 2025 წლის აგვისტოდან საქართველოს საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხზე მომზადებული შუალედური ანგარიშის შედეგები.

საუბარი შეეხო არსებული საჰაერო მოძრაობის ნაკადების ოპტიმიზაციის, აეროპორტების ინფრასტრუქტურის, დადგენილი საოპერაციო პროცედურებისა და შესაბამის სამსახურებს შორის კოორდინაციის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკონტროლისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სამეთვალყურეო პუნქტებსა და აეროდრომების საოპერაციო სამსახურებში განხორციელდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა და ფრენის ოპერატორების დატვირთვის მონიტორინგი.

საბოლოო ანგარიშის შემუშავების მიზნით, ექსპერტებმა შეისწავლეს საჰაერო მოძრაობის ნაკადების და გამტარუნარიანობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები, ასევე გაეცნენ საჰაერო სივრცისა და ტერმინალების გამტარუნარიანობის შეფასებისთვის აუცილებელ სხვა მონაცემებს.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა ადამიანური ფაქტორის გავლენას გამტარუნარიანობაზე. აეროპორტების ოპერატორი კომპანიებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სპეციალისტებმა ცოდნა გაიღრმავეს აეროპორტებში გამტარუნარიანობის კვლევების ჩატარებისა და მათი არსებული თუ სამომავლო შესაძლებლობების სწორი ანალიზის მიმართულებით.

ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2025 წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი მიიღო, რომელიც შესაბამისი ევროპული რეგულაციის ((EU) No 255/2010) მოთხოვნების მიხედვითაა შემუშავებული. რეგულაციის დანერგვის ფარგლებში, სააგენტომ ორგანიზება გაუწია არაერთ აქტივობას, რომლებიც ახალი მოთხოვნების ეფექტურ იმპლემენტაციას ისახავდა მიზნად.

ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა