მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „სითიქომის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „სითიქომის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

საჩივარი შპს „ოლსერვისგრუპის“ მხრიდან კანონის 11(3) მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევას შეეხებოდა.

საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოპასუხე მისი ინფრასტრუქტურის ხარჯზე ახორციელებდა საქმიანობას, კერძოდ კი მის ერთ-ერთი მისამართზე დაამონტაჟა სისტემა,დააზიანა მომჩივნის აპარატურა, რაც საბოლოოდ ხელს უშლიდა მომჩივანს კომერციული საქმიანობის განხორციელებაში და საფრთხეს უქმნიდა ჯანსაღ კონკურენციას.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი და
შესაბამისად, საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ, მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

მიმდინარე წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2 საჩივრის საფუძველზე დაიწყო საქმის მოკვლევა, 8 საჩივარი დაუშვებლად ცნო, ხოლო 3 საჩივარი განუხილველად დატოვა. ამასთან, 2-საჩივართან დაკავშირებით მიმდინარეობს დასაშვებობის შემოწმების საქმისწარმოება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ

16.10.2026.14:15

საქართველოში კიბერთაღლითობის ახალი სქემა ვრცელდება. ამჯერად თაღლითები პოტენციურ მსხვერპლს ბანკის წარმომადგენლის სახელით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მის სახელზე უცნობი პირი სესხის აღებას ცდილობს.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ამბობს, რომ აღნიშნულ პირს არ იცნობს და სესხის გაცემაზე თანხმობას არ აცხადებს, მას კვლავ უკავშირდება სხვა პირი, რომელიც თავს ბანკის წარმომადგენლად ასაღებს. თაღლითი მომხმარებელს საბაბით ე.წ. „უსაფრთხოების პროცედურების“ გავლისკენ მოუწოდებს და პერსონალური და საბანკო მონაცემების, მათ შორის, SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას სთხოვს. 

შედეგად, მომხმარებელი თავად გადასცემს თაღლითს პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ციფრულ არხებში შესასვლელ ინფორმაციას, რის შემდეგაც თაღლითები მის სახელზე ონლაინ სესხს აფორმებენ და საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ითვისებენ.

როგორ უნდა დავიცვათ თავი?

  • უპირელეს ყოვლისა დაიმახსოვრეთ: ბანკის წარმომადგენელი არასდროს დაუკავშირდება ბანკის მომხმარებელს და არ სთხოვს ტელეფონით პერსონალური, კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას, როგორიცაა ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი და SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდი
  • არასოდეს გაუზიაროთ სხვებს ინტერნეტბანკსა და მობილბანკში შესასვლელი მონაცემები ან საბარათე ინფორმაცია, მათ შორის ბარათის სრული მონაცემები და უსაფრთხოების კოდი
  • არასდროს მიჰყვეთ უცნობის ზარს, SMS-ს თუ ნებისმიერი სოციალური მედიის არხით მოწოდებას გადახვიდეთ მავნე ბმულზე, გააზიაროთ თქვენი საბანკო ან პერსონალური მონაცემები
  • ყოველთვის ისარგებლეთ საბანკო დაწესებულების ოფიციალური ვებ-გვერდით და მასზე არსებული საკონტაქტო არხებით დაუკავშირდით
  • თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი საბანკო ან პერსონალური მონაცემები თაღლითს გაუზიარეთ ან საეჭვო ვებგვერდზე შეიყვანეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მომსახურე ბანკს, აცნობეთ მომხდარის შესახებ და იმოქმედეთ ბანკის მითითებების შესაბამისად

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა