მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პორტუგალიის, ესპანეთის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და ლატვიის შესაბამის უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

news image
mbc image

16 სექტემბერს, თბილისში მიმდინარე მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პორტუგალიის, ესპანეთის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და ლატვიის შესაბამის უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გააფორმა. მემორანდუმი მიზნად ისახავს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას - მომხმარებელთა საჭიროებების ადრეულ გამოვლენის, ინფორმაციის გაცვლასა და მათზე კოორდინირებული რეაგირების შესაძლებლობების განვითარებისათვის.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და პორტუგალიის მომხმარებელთა დაცვის, ვაჭრობისა და მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და პორტუგალიის მომხმარებელთა დაცვის, ვაჭრობისა და მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ხორხე სეგურო სანჩესმა.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ესპანეთის მომხმარებელთა საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ესპანეთის მომხმარებელთა საკითხების მინისტრმა, პაბლო ბუსტინდუი ამადორიმ.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მომხმარებელთა დაცვისა და ბაზრის ზედამხედველობის ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მომხმარებელთა დაცვისა და ბაზრის ზედამხედველობის გენერალურმა დირექტორმა, ავნი დილბერიმ.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და სამხრეთ აფრიკის მომხმარებელთა ეროვნულ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და სამხრეთ აფრიკის მომხმარებელთა ეროვნული კომისიის კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰარდინ რატშისუსუმ.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ლატვიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ლატვიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორმა ზაიგა ლიეპინამ.

ICPEN-ის კონფერენციის ფარგლებში, მემორანდუმების გაფორმების პარალელურად, მხარეებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების გზებზე, არსებულ გამოწვევებზე, მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. შეხვედრებისას ასევე განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026–2027 წლებში ICPEN-ის პრეზიდენტი უწყებაა. თბილისში გამართული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“. 15-17 სექტემბრის ოფიციალურ ღონისძიებაში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 2027 წლის პირველი აპრილი ბიზნეს სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა - თამარ ზოდელავა

09.11.2026.15:40

2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნეს სუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ განაცხადა.

თამარ ზოდელავამ განმარტა ის პროცედურები, რომლებიც ბიზნეს სუბიექტებმა ხელახალი რეგისტრაციისთვის უნდა გაიარონ.

„მოგეხსენებათ, რომ იმ მეწარმეებს, რომლებმაც 2026 წლის პირველ აპრილამდე არ გაიარეს ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, შეუჩერდათ სტატუსი. შეჩერებული სტატუსი ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაუქმებას. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ბიზნესსუბიექტები ვერ ახერხებენ ამონაწერის მიღებას, არ აქვთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ვერ ახორციელებენ საგადასახადო ტრანზაქციებს და ა.შ.

იმისთვის, რომ მათ ყველა ამ სერვისზე წვდომა აღუდგეთ, საჭიროა, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები.

მეწარმეებს ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად 2027 წლის პირველ იანვრამდე აქვთ ვადა. თუმცა, თუ ამ დროისთვისაც არ გაივლიან რეგისტრაციას, 2027 წლის პირველ იანვარს მათ გაეგზავნებათ შეტყობინებები და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2027 წლის პირველ აპრილამდე, მიეცემათ ვადა ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად.

2027 წლის პირველ აპრილს გაუქმდება ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელსაც ხელახალი რეგისტრაცია არ ექნება გავლილი. სახელმწიფოს კი ექნება აქტუალური და სანდო მონაცემები ყველა იმ მეწარმის შესახებ, რომელიც აქტიურად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა