საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თრეველფაის" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა
საქმე მომხმარებლების მიერ კომპანიისგან შეძენილ ტურისტულ პაკეტს შეეხებოდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს იტალიის ქალაქ ბოლონიაში კანიე უესტის კონცერტზე დასწრება წარმოადგენდა. კონცერტის გაუქმების შემდეგ, ვინაიდან ტურისტულმა პაკეტმა თავდაპირველი მიზნობრივი დანიშნულება დაკარგა, მომხმარებლებმა ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა მოვაჭრემ მათ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
სააგენტოს შეფასებით, მომხმარებლების მიერ შეძენილი იყო ტურისტული პაკეტი, რომლის შეთავაზების პირობებიდანაც იკვეთებოდა, რომ კონცერტზე დასწრება ტურისტული მომსახურების არსებით მიზანს წარმოადგენდა. შესაბამისად, ღონისძიების გაუქმებამ გამოიწვია მომხმარებელთა ინტერესის დაკარგვა ტურისტული პაკეტის მიმართ და მათ წარმოეშვათ ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „თრეველფაის" დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება, დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. ამასთან, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.
სხვა სიახლეები
ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
16.10.2026.14:15
საქართველოში კიბერთაღლითობის ახალი სქემა ვრცელდება. ამჯერად თაღლითები პოტენციურ მსხვერპლს ბანკის წარმომადგენლის სახელით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მის სახელზე უცნობი პირი სესხის აღებას ცდილობს.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ამბობს, რომ აღნიშნულ პირს არ იცნობს და სესხის გაცემაზე თანხმობას არ აცხადებს, მას კვლავ უკავშირდება სხვა პირი, რომელიც თავს ბანკის წარმომადგენლად ასაღებს. თაღლითი მომხმარებელს საბაბით ე.წ. „უსაფრთხოების პროცედურების“ გავლისკენ მოუწოდებს და პერსონალური და საბანკო მონაცემების, მათ შორის, SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას სთხოვს.
შედეგად, მომხმარებელი თავად გადასცემს თაღლითს პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ციფრულ არხებში შესასვლელ ინფორმაციას, რის შემდეგაც თაღლითები მის სახელზე ონლაინ სესხს აფორმებენ და საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ითვისებენ.
როგორ უნდა დავიცვათ თავი?