მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

GCCA-ის თავმჯდომარემ, ICPEN-ის პრეზიდენტი უწყების ხელმძღვანელის რანგში, გახსნითი პანელის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შემდეგი ერთი წლის პერიოდში საქმიანობის პრიორიტეტები წარუდგინა, ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე. მისი თქმით, GCCA-ის მიზანია, უზრუნველყოს ღია და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო სამ ძირითად პრიორიტეტზე იმუშავებს. პირველი - მომხმარებელთა დაცვის ახალი და განვითარებადი უწყებების მხარდაჭერა; მეორე - მომხმარებელთა უფლებების დაცვა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბაზრების პირობებში; მესამე - მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა. საქართველო მოუთმენლად ელის UNCTAD-თან, ICPEN-ის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას 2026-2027 წლების პრეზიდენტობის პერიოდში, რათა ერთობლივად შევქმნათ უფრო სამართლიანი, სანდო და ინკლუზიური ბაზრები მომხმარებლებისთვის,"- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, ICPEN-ის ხელმძღვანელობის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.
უწყების მხრიდან ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილია - Building Trust in the Digital Age.

„მომხმარებელთა ნდობა სამართლიანი ბაზრის საფუძველია, ხოლო მის განმტკიცებაში საერთაშორისო თანამშრომლობას, ეფექტიან აღსრულებასა და ინოვაციურ მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ,"- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ლექვინაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საკითხებზე მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის 23-ე სესიაში, რომელიც 8-10 ივლისს გაიმართება.

სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ჟენევაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე იმყოფება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ერთხმად ჩამოაშორა

09.10.2026.20:32

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა მონაწილეობდეს საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა