მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი

news image

საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მიზანია 2026 წლის რთვლის პროცესში მევენახეების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და რთვლის ორგანიზებულად წარმართვა. 

2026 წლის რთვლის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული შემდეგი ფასები: ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი: შაქრიანობა აღემატება 20%-ს - 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე - 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი; რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს - 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან - 22%-მდე - 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი.

რაჭის რეგიონში, რთვლის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, პროექტი ასევე ითვალისწინებს ყურძნის სუბსიდირებას: სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ 1 კგ ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სანაცვლოდ, მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, შეიქნება რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თსუ-ში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

30.04.2026.17:13

ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თსუ-ში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე ბექა დოჭვირმა დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ს დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით სებ-ის საკოლექციო მონეტის გამოშვება ოფიციალურად დააანონსა.

„გვჯერა, რომ ახალი საკოლექციო მონეტის გამოშვება ივანე ჯავახიშვილის მდიდარი მემკვიდრეობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში მცირე წვლილს შეიტანს. ეს მონეტა იქცევა იმ ინტელექტუალური და სამეცნიერო პროგრესის სიმბოლოდ, რომელსაც ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა საფუძველი“, - აღნიშნა ბექა დოჭვირმა.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი ლარის შემოღებიდან დღემდე არაერთ საკოლექციო მონეტას გამოსცემს, რაც ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს ასახავს, მათ შორის - სახელმწიფოებრიობის 3 000 წლის იუბილეს, დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს, პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელს, „საქართველოს მეფეების“ სერიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესა და ლარის მიმოქცევაში შესვლის 30 წელს.

ბექა დოჭვირის თქმით, ასეთი პროექტები ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ღონისძიება თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იუბილეს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ივანე ჯავახიშვილის მიერ ქართული მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში შეტანილ ფუნდამენტურ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა