მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„სახელმწიფომ შექმნა ინოვაციებისთვის კონკურენტული გარემო - მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და მთლიანი ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნული პრეზენტაცია მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია.

მინისტრის განცხადებით, შესაბამისი პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში უკვე არის ასეულობით დაფინანსებული სტარტაპი, საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებში ჩართული ქართული კომპანიები, მზარდი ტექნოლოგიური საზოგადოება და ახალი თაობა, რომელიც საკუთარ მომავალს სწორედ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ხედავს.

„ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, fintech ინოვაციების მხარდაჭერა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ხედვა ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოში ისეთი კომპანიების საქმიანობას, როგორიც Tether-ია, რომელიც აქტიურად აბანდებს კაპიტალს ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში - კერძოდ, ადგილობრივ სტარტაპებსა და სასწავლო პლატფორმებში. კომპანია თბილისს თავის მთავარ რეგიონულ საოპერაციო ბაზად იყენებს და საინვესტიციო რესურსს სტარტაპების დასაფინანსებლად მიმართავს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, კომპანიის ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერი გზავნილია საერთაშორისო ტექნოლოგიური სამყაროსთვის.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს: სტაბილური ეკონომიკური გარემო, მზარდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, ინოვაციებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა და ამბიცია, გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი გლობალური კომპანიების საქართველოში ყოფნა ნიშნავს გამოცდილების გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას, ადგილობრივი ტალანტების საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ინოვაციურ ეკონომიკაში.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს პარლამენტის წევრი ვაკო თურნავა. შეხვედრაზე სიტყვით წარდგა Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო. საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოს სპეციალური ვიზიტით ეწვია Tether-ის დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 26 მაისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში იქნება წარმოდგენილი

25.05.2026.13:59

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“26 მაისს წარმოდგენილი იქნება ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება.

ამბროლაურში მოეწყობა თემატური, ინტერაქტიული სივრცე, რომელიც გააერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იდეას და ქვეყნის ავიაციის ისტორიას. კონცეფცია ეფუძნება თავისუფლებისა და ფრენის სიმბოლურ კავშირს, რაც წარმოაჩენს ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისკენ სწრაფვას. სივრცე იქნება ვიზუალურად შთამბეჭდავი და მრავალფუნქციური, სადაც წარმოდგენილი იქნება თემატური ინსტალაციები, საგამოფენო ელემენტები და საბავშვო აქტივობები. პროექტის მიზანია შექმნას ემოციური და დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ერთდროულად იქნება შემეცნებითი და გასართობი.

ღონისძიება 11:00 საათიდან დაიწყება და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას: ავიაციის თემატიკის შემეცნებით სტენდს, საბავშვო და გასართობ სივრცეებს, მათ შორის სასრიალო თვითმფრინავსა და პინგპონგის აქტივობას, ასევე სიმულაციურ გამოცდილებას თვითმფრინავში, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

მოეწყობა ფოტო ზონა და ბრენდირებული ფოტოჯიხური, ხოლო დღის განმავლობაში გაიმართება მასტერკლასები - ორიგამი, ლეგოების აწყობა და თვითმფრინავების მოდელების შექმნა, რაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, ამბროლაურის შერჩევა მისი სტრატეგიული მნიშვნელობით არის განპირობებული, რადგან ქალაქში მდებარეობს ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ავიაციის განვითარებაში.

წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულ კონცეფციას ეფუძნება - წელს ასევე აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილე, შესაბამისად, ღონისძიებების საერთო გზავნილია: „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს,“ რაც ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიულ როლს და სულიერი ერთიანობის მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა