საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესებს, დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის მსვლელობის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და დასრულების ვადების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის კოროზირებული და ამორტიზებული მონაკვეთი სრულად ჩანაცვლდება ახალი, 500 მმ დიამეტრის მილებით.
აღნიშნული გაზსადენი გადამწყვეტ როლს ასრულებს სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. შესაბამისად, მისი გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
სხვა სიახლეები
სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა
08.10.2026.14:05
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დააჯარიმა.
სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით გაუარესდა ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის (SAIFI) მაჩვენებლები.
კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2025 წლის მაჩვენებლების გაუარესება 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მიჩნეულ იქნა სემეკის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად, რის გამოც, კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრა.