მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.3
-0.0191
flag
AZN 1.5715
-0.0011
flag
CNY 39.397
0.0002
flag
EUR 3.1095
-0.0029
flag
GBP 3.5909
-0.0158
flag
KZT 55.64
-0.0092
flag
TRY 0.0582
-0.0003
flag
USD 2.6716
-0.0016
news banner

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

news image

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს - „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ წარადგინა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას, ასევე აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

ნათია თურნავამ მოხსენებაში ის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა, რომლებითაც საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წელს ხელმძღვანელობდა. მან გამოსვლა ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანაზე - ფასების სტაბილურობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ 2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, მათ შორის საბაზო და მომსახურების ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდა.

„მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გავლენისა, ინფლაციური მოლოდინები მართვადია, რასაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე ვითარების საპასუხოდ, 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით - 8.25 პროცენტამდე გავზარდეთ, რათა მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკების ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეს სწრაფად დაუბრუნდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდისა და მაკროეკონომიკური მდგრადობის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზეც.

„მწვავე გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა ისტორიულად დაბალ დონემდე - 2.6 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 7.6 პროცენტით გაიზარდა და მშპ-ის 4.4 პროცენტი შეადგინა. ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა შესაძლებლობა მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვევსო საერთაშორისო რეზერვები. 2025 წლის ბოლოსთვის რეზერვების მოცულობამ 6.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2026 წლის თებერვალში ისტორიულ მაქსიმუმს, 6.65 მილიარდ აშშ დოლარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მოხსენების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსური დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, სესხების დოლარიზაცია 42.5 პროცენტამდე, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია 46.6 პროცენტამდე შემცირდა.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საბანკო სექტორის მდგრადობასა და მომგებიანობაზე და აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელი, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 14 პროცენტით გაიზარდა, ხოლო კაპიტალზე უკუგებამ 22.3 პროცენტი შეადგინა.

მოხსენების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების, საპენსიო ფონდის საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების, საგადახდო ინფრასტრუქტურის განახლების, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

მისივე განცხადებით, 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა აქტიურად განაგრძო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონულ და გლობალურ დონეზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბის პოზიციონირებისთვის.

მოხსენების დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონულ მრჩეველს შეხვდა

27.05.2026.19:27

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონულ მრჩეველს, ოლეგ ძიუბინსკის შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები, საქართველოს გამოწვევები სექტორში და ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ათვისების შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პერსპექტიული პროექტების - მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ.

როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკულ პროექტებში სამართლიანი ტრანზიციის პრინციპების ინტეგრაცია მნიშვნელოვანია და სახელმწიფო უკვე მუშაობს ამ მიმართულებით შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და UNECE – ს თანაორგანიზებით, 28 მაისს გაიმართება შეხვედრა სახელწოდებით - „სამართლიანი ტრანზიცია ყველასთვის: საქართველოს სამართლიანი ტრანზიციის გზამკვლევის შემუშავება მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისთვის." შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს, კომპანიებსა და სხვადასხვა ჩართულ ორგანიზაციებს წარედგინებათ UNECE-ს მიერ შემუშავებული კვლევა, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკის სექტორში სამართლიანი ტრანზიციის საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და რეკომენდაციებს.

საქართველო 1993 წლიდან UNECE-ს წევრია. ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით ქვეყანა კომისიასთან აქტიურად თანამშრომლობს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წახალისების კუთხით და ჩართულია სხვადასხვა რეგიონულ ინიციატივებსა და საერთაშორისო პროექტებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა