მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

news image
mbc image

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა.

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი, ან საინჟინრო მეცნიერებების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომის, ან ნაშრომთა ციკლისთვის.

პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ლაურეატები, რომელთა ნაშრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერებისა და მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან ეკონომიკურ განვითარებაში, მიიღებენ შესაბამის დიპლომს, სამკერდე ნიშანსა და ფულად ჯილდოს.

საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: თბილისი, ათონელის ქუჩა №25, საფოსტო ინდექსი 0108, ან ელექტრონულად info@president.ge.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

* კანდიდატის წარდგინება ნაშრომის აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებული ღირსებების მითითებით, რომლებიც მისი პრემიის მოსაპოვებლად წარდგენის საფუძველია. წარდგინებას ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ან საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი;
* სამეცნიერო ნაშრომი - მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, ცხრა ეგზემპლარად, მათ შორის, სულ მცირე ერთი ორიგინალი;
* კანდიდატის ბიოგრაფია (CV) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.

ნაშრომის შეფასებისთვის შესაძლებელია დამატებით წარმოდგენილი იყოს გამოქვეყნებული რეცენზიები და სხვა მასალები, მათ შორის, აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე: +995 32 2 28 88 88.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რაჭაში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს - დავით სონღულაშვილი

21.10.2026.16:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძესთან და საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ქალაქ ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში, რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. მოსავალი 1300-მდე მევენახემ დააბინავა, მათმა შემოსავალმა კი 19 მილიონ ლარს მიაღწია. ყურძნის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩართული იყო 35 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, სახელმწიფო საწარმო - შპს „მოსავლის მართვის კომპანია“.

„რაჭაში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. კლიმატური პირობების გამო, წელს რაჭაში, კახეთის მსგავსად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლა გვიან დაიწყო, თუმცა მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არცერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნას და მათ მოწეული ყურძნის რეალიზაციით შესაბამისი შემოსავალი მიიღონ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, რათა გაიზარდოს რეგიონში წარმოებული ყურძნის შესყიდვის ინტერესი და მევენახეებმა მოსავლის დროულად დაბინავება შეძლონ. სწორედ კერძო საწარმოების ჩართულობის წახალისებასა და რთველის ორგანიზებულად ჩატარებას ემსახურება სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და ყურძნის დაბინავების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭაში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებს ღვინის მწარმოებელი ყველა კომპანია, რომელიც „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს შეიძენს, გადაამუშავებს და მევენახეს თითოეულ კილოგრამში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე 4 ლარს შეადგენს.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების - „ხვანჭკარისა“ და „რაჭის“ ჯიშობრივი სიზუსტისა და ხარისხის დაცვის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები ჩასაბარებელი ყურძნის მონიტორინგს ახორციელებენ. ამასთან, რეგიონის შესასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა სხვა მუნიციპალიტეტებიდან ყურძნის შემოტანა და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებთან შერევა არ მოხდეს.

რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

რთველის საკოორდინაციო შტაბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები იმყოფებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა