მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

news image
mbc image

გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიას, რომელშიც სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება.

არასწორია პროექტის ზედამხედველის მიერ შედგენილი NCR-ის (შეუსაბამობის შესახებ ანგარიშის) „საიდუმლო ანგარიშად” წარმოჩენაც და მისთვის ისეთი მნიშვნელობის მინიჭება, თითქოს ის №6 ხიდის უსაფრთხოების შესახებ საბოლოო საინჟინრო დასკვნას წარმოადგენს.

NCR ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის კონტროლის ოფიციალური პროცედურის ნაწილია, რომლის საშუალებითაც ზედამხედველი აფიქსირებს კონკრეტული სამუშაოს შეუსაბამობას და კონტრაქტორს ავალებს მის შესწავლასა და გამოსწორებას. №6 ხიდთან დაკავშირებით NCR ოფიციალურად გამოიცა, გაეგზავნა კონტრაქტორს და ინფორმაცია მიეწოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც.
შესაბამისად, NCR-ის არსებობა კონტროლის არარსებობის მტკიცებულება კი არა, სწორედ მოქმედი კონტროლის მექანიზმის დასტურია.

აღნიშნული NCR ეხება №6 ხიდის კონკრეტულ, A1–P1–P2 მონაკვეთის 75-მეტრიან რკინაბეტონის ფილას და არა მთლიან, 218-მეტრიან ხიდს. ზედამხედველმა აღნიშნულ მონაკვეთზე დააფიქსირა ბეტონირების პროცედურისა და არმირების ცალკეული შეუსაბამობა კონტრაქტის მოთხოვნებთან. ამ ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტირება, შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება სწორედ ხარისხის კონტროლის სისტემის ნაწილია.

კონტრაქტორსა და ზედამხედველს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს გამოვლენილი შეუსაბამობები და მათი გამოსწორების მეთოდოლოგია. შეხვედრა დოკუმენტირებულია. მონაკვეთის სრულყოფილად შესწავლის მიზნით დაწყებულია სიღრმისეული სკანირება და მზადდება შესაბამისი ანგარიში, რომლის საფუძველზეც ზედამხედველი მიიღებს საბოლოო ტექნიკურ გადაწყვეტილებას.

ამასთან, NCR-ის მოთხოვნები კონკრეტულ მონაკვეთს ეხება. შესაბამისად, ხიდის სხვა ნაწილებზე მიმდინარე სამუშაოების წარმოჩენა იმის მტკიცებულებად, თითქოს კონტრაქტორმა ზედამხედველის მოთხოვნის მიუხედავად პრობლემურ მონაკვეთზე მშენებლობა გააგრძელა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ნებისმიერი შეუსაბამობა უნდა გამოვლინდეს, დაფიქსირდეს, სრულყოფილად იქნეს შესწავლილი და გამოსწორდეს - სწორედ ამას ემსახურება NCR-ის პროცედურაც. დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამო სამუშაო სახელმწიფოს მიერ არ იქნება მიღებული.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ტექნიკური საკითხების გაშუქებისას მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან სამუშაო პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობა და ნაგებობის უსაფრთხოების შესახებ საბოლოო საინჟინრო დასკვნა. მიმდინარე ტექნიკური პროცედურების არასწორი ინტერპრეტაცია და კონკრეტული შემთხვევის მთელ პროექტზე განზოგადებას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და განზრახ თუ უნებლიედ იწვევს პროექტის დისკრედიტაციას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

16.09.2026.10:56

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესებს, დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის მსვლელობის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და დასრულების ვადების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის კოროზირებული და ამორტიზებული მონაკვეთი სრულად ჩანაცვლდება ახალი, 500 მმ დიამეტრის მილებით.

აღნიშნული გაზსადენი გადამწყვეტ როლს ასრულებს სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. შესაბამისად, მისი გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა