საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესი“ დაამტკიცა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესი მიიღო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესი“ დაამტკიცა. ნორმატიული აქტი შემუშავებულია ICAO-სა (Annex 14) და ევროკავშირის (EU Reg. No 139/2014) შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით. წესი 2027 წლის 31 მაისიდან შედის ძალაში.
ახალი რეგულაციით, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ინტენსიური მოძრაობისა და მათ მომსახურებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საქმიანობის მართვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. აღინიშნული შესაძლებელი გახდება ბაქანზე/ბაქნიდან საჰაერო ხომალდების მოწესრიგებული და უსაფრთხო შესვლის/გასვლის, გადაადგილების და განთავსების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დეტალური მოთხოვნების განსაზღვრის და მათზე ზედამხედველობის მეშვეობით.
რეგულაცია ასევე ადგენს შესაბამისი პერსონალის სასწავლო პროგრამების შემუშავების, სააგენტოსთან შეთანხმების და მომზადება-გადამზადებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
წესი ვრცელდება სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებზე (ოპერატორებზე) და ავიასაწარმოებზე, რომლებიც სერტიფიცირებული აეროდრომის ბაქანზე სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ახორციელებენ (საჰაერო ხომალდის ლიდირება, ბუქსირება, მარშალინგი, უკუსვლით გაყვანა, გაუარესებული ამინდის პირობებში ოპერირება, საჰაერო ხომალდის ძრავების მოსინჯვა, ბაქანზე საქმიანობის მართვა და სხვა).
ნორმატიული აქტი ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე:
სხვა სიახლეები
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესი“ დაამტკიცა
16.10.2026.14:38