საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.
გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10.06.2026.18:13
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.
ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს, როგორც საზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობის, ისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს, ასევე, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.