მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეცნიერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო ლექცია გამართა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო ლექცია - „დიდი ადრონული კოლაიდერი CERN-ში: რატომ და როგორ“ (Large Hadron Collider (LHC) at CERN: Why and How) - გამართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, CERN-ის მეცნიერი ტიციანო კამპორეზი აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი და პორტუგალიის LIP კვლევითი ინსტიტუტის (Laboratory of Instrumentation and Experimental Particle Physics) უფროსი მკვლევარია.

სტუდენტებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ წარუდგინა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობას თანამედროვე მეცნიერების უმნიშვნელოვანეს პროცესებში; ამასთან, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, გაეცნონ ფუნდამენტური მეცნიერების უახლეს მიღწევებს, კვლევით მიმართულებებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივებს. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით.

„პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია ეხება დიდ ადრონულ კოლაიდერსა და CERN-ის მასშტაბურ კვლევებს, რაც თანამედროვე ფიზიკისა და ზოგადად მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო პროექტებსა და ექსპერიმენტებს, გაიღრმაონ ცოდნა ფუნდამენტურ მეცნიერებებსა და ინჟინერიაში, დაინახონ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართულობის შესაძლებლობები და შედეგები და შესაბამისად, თავიანთი პროფესიული მომავალი თანამედროვე კვლევების კონტექსტში განიხილონ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა ფუნდამენტური ცოდნის იმ წყაროებთან, რომლებიც მათ კონკურენტუნარიან და წარმატებულ სპეციალისტებად და მკვლევრებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება”, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ ჩიხრაძემ აღნიშნა, ტიციანო კამპორეზი აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით მიმდინარე კვლევებში. მისი წვლილი განსაკუთრებულია CERN-ის CMS ექსპერიმენტის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში. მიხეილ ჩიხრაძის თქმით, CERN-ის მეცნიერი ამავდროულად სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტების, განსაკუთრებით კი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაში.

დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) შესახებ საჯარო ლექცია პროფესორმა კამპორეზიმ ფიზიკის დარგში იმ განმაპირობებელი ფაქტორებისა და მოტივაციის წარდგენით დაიწყო, რამაც CERN-ის საბჭოს პროექტის დამტკიცება გადააწყვეტინა. მან დეტალურად ისაუბრა დიდი ადრონული კოლაიდერის შექმნის ისტორიის, მისი სამეცნიერო მისიისა და ტექნოლოგიური სირთულეების შესახებ, რაც მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ფუნქციონირებას უკავშირდება. მეცნიერმა ასევე განიხილა ამაჩქარებლის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, დეტექტორული სისტემების მუშაობის პრინციპები და ის უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც მკვლევრებს მატერიის ფუნდამენტური სტრუქტურის, ელემენტარული ნაწილაკების თვისებებისა და სამყაროს წარმოშობის შესახებ ახალი ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს.

ლექციის ფარგლებში პროფესორმა კამპორეზიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროტონ-პროტონული შეჯახებების კვლევისა და ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრასაც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში ცდილობს; ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა დამუშავების უახლესი ტექნოლოგიებისა და მრავალეროვნული სამეცნიერო თანამშრომლობის როლზე თანამედროვე ექსპერიმენტულ ფიზიკაში.

საჯარო ლექცია პროფესორმა კამპორეზიმ LHC-ის ძირითადი სამეცნიერო შედეგებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვით დაასრულა, რის შემდეგაც სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების შეკითხვებს უპასუხა და მათ კონკრეტული კვლევითი გამოცდილებებიც გაუზიარა.

პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და სხვა ცნობილ მეცნიერთა მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ჩატარების შესახებ რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია თანამედროვე სამეცნიერო კულტურის განვითარებისთვის, ახალგაზრდების კვლევითი საქმიანობით დაინტერესებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია სტუდენტებისა და მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციისა და უახლესი ცოდნის მიღების საშუალებას მისცემს. პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექციასაც სწორედ ეს დატვირთვა აქვს. CERN-ი თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი კვლევითი ცენტრია, სადაც იქმნება ცოდნა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ფუნდამენტური ფიზიკის, არამედ ტექნოლოგიების  მომავალს და ზოგადად ტექნოლოგიურ პროგრესს. ჩვენთვის მთავარია, რომ სტუდენტებმა პირადად გაიცნონ ის მეცნიერები, რომლებიც გლობალური პროცესების ეპიცენტრში იმყოფებიან. მსგავსი ლექციები ახალგაზრდებს კვლევის ინტერესს უღვივებს, აფართოებს მათ პროფესიულ თვალსაწიერს და აძლევს საერთაშორისო კვლევით პროექტებში რეალურად ჩართვის ძლიერ მოტივაციას“, - აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა