მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა” გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 100-მდე მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტსა და ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology – RUT, პოლონეთი) ორგანიზებით იმართება და მასში 25 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის: თურქეთის, მონაკოს, ბრაზილიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფები.

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელსაც მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამშენებლო და სხვა საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, სტუ-ის რექტორმა გახსნა.

აკადემიკოსი დავით გურგენიძე სემინარის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განვითარება იმ ფონზე, როცა მსოფლიო გარემოსდაცვითი და ურბანული გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„სამეცნიერო ღონისძიება, რომლის გამართვაც ტრადიციად ჩამოყალიბდა და უკვე მეხუთედ ტარდება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ის აერთიანებს ამერიკის, ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წამყვან მეცნიერებს იმ მიზნით, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო გამოცდილება და ითანამშრომლონ იმ რთულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დგას თანამედროვე მსოფლიო. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მეცნიერ-მკვლევართა და პრაქტიკოსთა ერთობლივი მუშაობით იქმნება შესაძლებლობა შევიმუშაოთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რაც გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების მდგრად მოდელებზე გადასვლას შეუწყობს ხელს.

წარმატებებს ვუსურვებ სემინარის მონაწილეებს და აქვე დავსძენ, რომ დაიბეჭდება მონოგრაფია, რომელსაც საფუძვლად დაედება საქართველოს, პოლონეთის, ისრაელის, სომხეთის, თურქეთის და სხვა მონაწილე ქვეყნების მეცნიერთა სტატიები მშენებლობასა და გარემოს დაცვის ინჟინერიაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის და მათ მიერ დაგში ჩატარებული კვლევების შედეგები. მონოგრაფია ფუნქციურ პრინციპზე იქნება აგებული და მასში თავმოყრილი სამეცნიერო ნაშრომები სასარგებლო იქნება დაინტერესებულ პირთათვის, როგორც სამშენებლო და გარემოს ინჟინერიის დარგის სპეციალისტებისა და მკვლევრებისთვის, ასევე ტექნიკური მიმართულების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის”, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ თურქეთის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი მუსტაფა ლატიფ ემეკი, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - პროფესორი ლეხ ძიენისი, ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი კშიშტოფ კოვალჩუკი, ეგიაზაროვის წყლის პრობლემებისა და ჰიდრავლიკური ინჟინერიის ინსტიტუტის პროფესორი, აკადემიკოსი ჰოვანეს ტოკმანჯიანი. ასევე, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, გარემოს ინჟინრების ხედვა და პროფესიული მიდგომები დღეს, როგორც არასდროს, მრავალმხრივი და კომპლექსურია. პროფესორ ზურაბ გვიშიანის თქმით, უნივერსიტეტები აქტიურად არიან ჩართულნი თითქმის ყველა იმ საკვანძო საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას უკავშირდება. მათივე შეფასებით, გარემოს ინჟინერიის სფერო აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ბუნებრივი რესურსების დაცვით. იგი აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ურბანისტიკის, ენერგეტიკისა და ბიოინჟინერიის მიმართულებებს და მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც იქნება უსაფრთხო, მდგრადი და თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებული.

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაბინძურებისა და მასზე ქიმიური ზემოქმედების წყაროების მაქსიმალურად განეიტრალებას, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაცვის თანამედროვე მექანიზმების დანერგვას, ასევე ეკოლოგიური რისკების პრევენციას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მწვანე წარმოებისა და მწვანე ქიმიის განვითარება, რაც გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიებისა და საწარმოო მოდელების დანერგვას, რომლებიც ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს უწყობს რესურსების რაციონალურ გამოყენებას. თანამედროვე გარემოს ინჟინერია მჭიდროდ არის დაკავშირებული ქიმიისა და მიკრობიოლოგიის სფეროებთანაც, რადგან სწორედ ამ მიმართულებების ინტეგრირებული გამოყენება ქმნის შესაძლებლობას, განვავითაროთ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური სისტემები, წყლის გამწმენდი მექანიზმები და ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების პროცესები. ამ პროცესში ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს მდგრადი ურბანულ დიზაინი და თანამედროვე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ქალაქების სწრაფი ზრდისა და კლიმატის ცვლილებების ფონზე აუცილებელია ისეთი ურბანული გარემოს ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას, მწვანე სივრცეების ინტეგრაციას, უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემებსა და ადამიანზე ორიენტირებულ არქიტექტურულ გადაწყვეტებს. გარდა ამისა, გარემოს ინჟინრები აქტიურად მუშაობენ ჰიდროლოგიის, წყლის რესურსების მართვის, კლიმატური რისკების შეფასებისა და სისტემური დიზაინის მიმართულებით. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პრობლემების ეფექტიან და გრძელვადიან გადაწყვეტას“, - განაცხადა დეკანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სემინარი ოთხ სექციად წარიმართება: გარემოს ინჟინერია, წყლის რესურსები, მშენებლობა და ეკოურბანისტიკა. სამეცნიერო ღონისძიება მუშაობას 21 მაისს დაასრულებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა