მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს თანამედროვე კვლევითი შედეგებისა და გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონფერენციის ძირითადი მიზანი სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენელთა ერთ სივრცეში გაერთიანება, თანამედროვე კვლევითი მიდგომებისა და მიღწევების ურთიერთგაზიარება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შორის პროფესიული და სამეცნიერო კავშირების განვითარება იყო.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი თქმით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური და სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.


კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი თქმით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური და სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ვიცე-რექტორმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები მნიშვნელოვნად ამაღლებს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერებს ახალ ასპარეზს უხსნის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.


კონფერენციის სამუშაო სესიები გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით და მულტიდისციპლინური კვლევების ფართო სპექტრს მოიცავდა. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა წარმოადგინეს თავიანთი ახალი კვლევები და აქტუალურ გამოწვევებზე იმსჯელეს, მოხსენებებსა და დისკუსიებში განიხილეს საინჟინრო განათლების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ციფრული ტექნოლოგიების, კიბერ-კომუნიკაციის, სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, ქიმიური ტექნოლოგიისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების აქტუალური საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა სამეცნიერო მოხსენებებს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები საინჟინრო განათლების, ქართული სახელმწიფო ენის, ტექნოლოგიური განვითარების, კლინიკური მონაცემების ანალიზის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების მიმართულებით.

კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავდა ონლაინ სამუშაო სესიებს, რამაც სამეცნიერო დისკუსიებსა და თემატურ სესიებში უცხოელი მკვლევრების ჩართულობის შესაძლებლობა გააფართოვა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისთვის დამატებითი სივრცე შექმნა.

სტუ-ის ინფორმაციით, III საერთაშორისო კონფერენციის - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - წარმატებით ჩატარებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში. ღონისძიებამ ხელი შეუწყო უცხოელ პარტნიორებთან აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

07.10.2026.15:58

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთანავე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის სპეციალური ღონიძიებები გატარდება აღნიშნული გზის 26-კმ-ზე არსებულ მეწყრულ უბანზე, რაც სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა