მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება თანამედროვე კიბერსაფრთხეების შესახებ, ციფრულ გარემოში უსაფრთხოების პრაქტიკული უნარების განვითარება და პერსონალური თუ საუნივერსიტეტო ინფორმაციის დაცვის კულტურის გაძლიერება.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს ციფრული მმართველობის სააგენტოს (DGA) კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის (CERT) თანამშრომლებმა. მათ სტუდენტებს გააცნეს არსებული კიბერსაფრთხეები, ინფორმაციის დაცვის პრაქტიკული მეთოდები და კიბერჰიგიენის ძირითადი წესები. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა შემეცნებითი ქვიზი, ხოლო გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კიბერუსაფრთხოება ინფორმაციული სისტემების, ქსელების, პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მონაცემების უნებართვო წვდომისგან, დაზიანებისგან, მოპარვისა და სხვა სახის კიბერსაფრთხეებისგან დაცვის ღონისძიებათა ერთობლიობაა. მისი საფუძველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. როგორც თალიკო ჟვანია აცხადებს, თანამედროვე უნივერსიტეტისთვის კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო და კვლევითი პროცესები, ელექტრონული კომუნიკაცია, აკადემიური რესურსები და პერსონალური მონაცემები სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ციფრულ ინფრასტრუქტურაზე. დეკანის თქმით, ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა. საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს, რომელთა მიზანი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა. თალიკო ჟვანიას განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად ერთვება ღონისძიებათა ციკლში.

„კიბერსაფრთხეების გავრცელებული ფორმებია ფიშინგი - ყალბი შეტყობინებებით მომხმარებლის მოტყუებისა და მისი მონაცემების მოპოვების მცდელობა, ანგარიშებზე უნებართვო წვდომა, მავნე პროგრამები და მონაცემთა გამოსასყიდის სანაცვლოდ დაბლოკვა. მსგავსი საფრთხეებისგან დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების მექანიზმებს, არამედ მომხმარებლების ინფორმირებულობასა და პასუხისმგებლიან ქცევას. ერთი დაუცველი ანგარიში ან საეჭვო ბმულზე დაუფიქრებლად გადასვლა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს როგორც ცალკეული მომხმარებლის მონაცემებს, ისე უნივერსიტეტის ინფორმაციულ სისტემებს.

კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება როგორც ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს. უნივერსიტეტის ციფრული რესურსების დასაცავად აუცილებელია ძლიერი და უნიკალური პაროლების გამოყენება, მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ჩართვა, პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლება, მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნა და ინფორმაციის გაზიარებისას წვდომის უფლებების სწორად განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია საეჭვო ელექტრონული წერილების, უცნობი ბმულებისა და დანართების გადამოწმება, საუნივერსიტეტო ანგარიშების დაცვა და შესაძლო კიბერინციდენტის შესახებ პასუხისმგებელი პირების დაუყოვნებლივ ინფორმირება.

კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის გაღრმავება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში უსაფრთხო ციფრული გარემოს ჩამოყალიბებას, აკადემიური და პირადი ინფორმაციის დაცვასა და სტუდენტებში პასუხისმგებლიანი ციფრული ქცევის დამკვიდრებას“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება - მიხეილ სარჯველაძე

12.10.2026.15:26

„დევნილთა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება ჩვენს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სწრაფ ტემპს შესძენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელსაც ახორციელებს სააგენტო“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრმა მთავრობის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც დევნილ ოჯახებს ფულადი კომპენსაციის მიღების საშუალებას სთავაზობს.

სიახლე განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომელთაც წარსულში არ მიუღიათ საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ.

„დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად, რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით. ამ დროში, ამ წლის დარჩენილ პერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა