მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214
-0.0003
flag
AZN 1.5646
-0.0005
flag
CNY 39.23
-0.0061
flag
EUR 3.0723
-0.0056
flag
GBP 3.5619
-0.0024
flag
KZT 54.49
-0.0004
flag
TRY 0.0576
-0.0001
flag
USD 2.6593
-0.0014
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქვეყნის მასშტაბით პირველი „გაყიდვების ლაბორატორია“ გაიხსნა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო Erasmus+ საგრანტო პროექტის LISS24 (Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში, „გაყიდვების ლაბორატორია“ (Sales Lab) გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებით, „გაყიდვების ლაბორატორია“ დაფუძნდა როგორც სამეცნიერო-კვლევითი ერთეული და წარმოადგენს მულტიფუნქციურ სასწავლო-პრაქტიკულ სივრცეს, რომელიც B2B და B2C გაყიდვების მიმართულებით სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას და ბიზნესსექტორთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, ლაბორატორიის ფუნქციური დატვირთვა მოიცავს მულტიფუნქციური სასწავლო-პრაქტიკული სივრცის ფორმირებას, სადაც ინტეგრირებულია სწავლება, კვლევა და პრაქტიკული საქმიანობა. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, მოდელი ემყარება თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას (experiential learning) და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას რეალურ ბიზნესპროცესებში.

„პროექტის მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო პროგრამებში გაყიდვების თანამედროვე სტანდარტები, მეთოდები და ინსტრუმენტები დაინერგოს. ლაბორატორიის მეშვეობით სტუდენტებს ექმნებათ შესაძლებლობა, განავითარონ ბიზნესგარემოსთვის რელევანტური ისეთი უნარები, როგორიცაა მოლაპარაკებების წარმოება, გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვა და წამყვანი კლიენტების მართვა. ამჟამად აკადემიური პერსონალი ამზადებს შესაბამის სასწავლო კურსებს, რომლებიც უახლოეს მომავალში სხვადასხვა საუნივერსიტეტო პროგრამაში იქნება ინტეგრირებული. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საინჟინრო მიმართულების სტუდენტებში გაყიდვების კულტურის დამკვიდრებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“, - აღნიშნავს თამარ წერეთელი.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტით, „გაყიდვების ლაბორატორიისთვის“ შეძენილია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა, გადამზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი. პროფესორ ბორის გითოლენდიას ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სრულად რეაბილიტირდა ლაბორატორიის სამუშაო სივრცე.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილის ლაბორატორია საქართველოში პირველია და ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს თანამშრომლობას ბიზნესსექტორსა და უნივერსიტეტს შორის. ლაბორატორია ბიზნესსექტორს შესთავაზებს სხვადასხვა კვლევას მათი გაყიდვების პოტენციალის სტიმულირებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. პროექტი LISS24-ი Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი, ხოლო შედეგების პირველადი პილოტირება და ძირითადი ღონისძიებები სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ხორციელდება“, - ამბობს ბორის გითოლენდია.

სტუ-ის ინფორმაციით, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის KA102 აქტივობის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას - LISS24“ (Learn - Innovate - Sell - Succeed) კოორდინატორია ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ფინეთი). პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე:http://liss24-am.liss24.com/ ; LISS24-ი 2026 წელს დასრულდება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

10.06.2026.18:13

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს, როგორც საზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობის, ისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს, ასევე, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა