მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 გაიხსნა

news image
mbc image

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და ქმნის მნიშვნელოვან აკადემიურ პლატფორმას თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულების - ხელოვნური ინტელექტის და რბილი გამოთვლებისა და არამკაფიო მათემატიკის - აქტუალური საკითხების განსახილველად. ICSCCW-26-ის განსაკუთრებული ღირებულებაა ის, რომ მისი სამეცნიერო საფუძველი დაკავშირებულია საყოველთაოდ აღიარებული მათემატიკოსისა და ელექტროინჟინრის, პროფესორ ლიუთფი ზადეს ფუნდამენტურ სამეცნიერო მემკვიდრეობასთან. პროფესორ ზადეს მიერ ჩამოყალიბებულმა არამკაფიო ლოგიკის თეორიამ და მისმა კვლევებმა არამკაფიო მათემატიკის მიმართულებით ფუნდამენტურად შეცვალა მიდგომები ისეთი რთული სისტემების აღწერისა და მოდელირებისადმი, რომლებშიც ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი არ არის. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები სულ უფრო მეტად მუშაობს არასრული, ბუნდოვანი და მრავალგანზომილებიანი ინფორმაციის პირობებში, ლიუთფი ზადეს სამეცნიერო იდეები განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ საერთაშორისო კონფერენციის - „რბილი და სიტყვიერი გამოთვლების, აღქმისა და ხელოვნური ინტელექტის თეორიისა და გამოყენების მე-13 საერთაშორისო კონფერენცია – ICSCCW-2026“-ის (13th International Conference on Theory and Application of Soft Computing, Computing with Words, Perception and Artificial Intelligence) გაიხსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მე-13 საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები არიან „ზადეს მემკვიდრეობისა და ხელოვნური ინტელექტის“ ასოციაცია (ბაქო, აზერბაიჯანი), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და მრეწველობის უნივერსიტეტი, ბერკლის ინიციატივა რბილ გამოთვლებში (BISC, აშშ), ზიგენის უნივერსიტეტი (გერმანია), ტეხასის უნივერსიტეტი (აშშ), ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტი (აშშ), ალბერტას უნივერსიტეტი (კანადა), ტორონტოს უნივერსიტეტი (კანადა), პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური კვლევების ინსტიტუტი, ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტი (კვიპროსი) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ეკონომიკის ინსტიტუტი, ICSCCW-2026-ის თავმჯდომარემ, პროფესორმა რაფიქ ალიევმა გახსნა.

ICSCCW-2026-ის თავმჯდომარის განცხადებით, არამკაფიო ლოგიკა და რბილი გამოთვლები დღეს მასშტაბურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიებში, ინდუსტრიულ სისტემებსა და გადაწყვეტილების მიღების ანალიზში, შესაბამისად, მე-13 კონფერენცია, რომელიც გენიალური მეცნიერის, ლიუთფი ზადეს ხსოვნას ეძღვნება, მოწოდებულია ხელი შეუწყოს აღნიშნულ სფეროში შემდგომ კვლევებს, ახალგაზრდობის მოზიდვასა და კონფერენციის მონაწილეებს შორის კვლევითი გამოცდილების ფართოდ გაზიარებას.

მისივე თხოვნით დამსწრე საზოგადოებამ 2017 წელს გარდაცვლილი ცნობილი მეცნიერის - პროფესორ ლიუთფი ზადეს ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა გამოსვლისას აღნიშნა, აღნიშნული კონფერენციის მასპინძლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა თავისი სამეცნიერო პოტენციალის, კვლევითი რესურსებისა და საერთაშორისო პარტნიორული კავშირების კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად.

„ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყოს არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებისა და კვლევების ხელშეწყობის, არამედ თანამედროვე სამეცნიერო იდეების გენერირებისა და მათი საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენის აქტიური ცენტრი. ამ თვალსაზრისით, ICSCCW-2026-ის მასპინძლობა ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან კონფერენცია საშუალებას გვაძლევს, ერთ სივრცეში გავაერთიანოთ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მკვლევრები და ხელი შევუწყოთ მათ შორის პროფესიული დიალოგისა და პარტნიორობის გაღრმავებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების ჩართულობა ასეთ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე კვლევით ტენდენციებს, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას თავიანთი კვლევების შედეგები გააცნონ, დაამყარონ ახალი პროფესიული კონტაქტები და შექმნან საფუძველი ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და სამეცნიერო თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ლადო პაპავას თქმით, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარება მეცნიერებისა და საზოგადოების წინაშე სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს აჩენს. ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა და იმ ფუნდამენტური კვლევების მხარდაჭერა, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველია.

„ICSCCW-2026-ის მნიშვნელობა სცდება ერთი კონკრეტული სამეცნიერო მიმართულების ფარგლებს. ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში იკავებს ადგილს, თუმცა მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელია ფუნდამენტური მეცნიერების, ახალი მათემატიკური მიდგომებისა და სხვადასხვა დარგის მკვლევართა თანამშრომლობის გარეშე. სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი არამკაფიო ლოგიკისა და რბილი გამოთვლების განვითარება, რომლის ფუძემდებელთა შორის განსაკუთრებული ადგილი პროფესორ ლიუთფი ზადეს ეკუთვნის. მნიშვნელოვანია არამკაფიო ლოგიკის, რბილი გამოთვლების, სიტყვიერი გამოთვლებისა და აღქმის მიმართულებებზე კვლევების გაძლიერება. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, როგორც საინჟინრო და ტექნოლოგიური პროფილის წამყვან უნივერსიტეტს. ჩვენ გვესმის, რომ თანამედროვე განათლება და მეცნიერება ვერ განვითარდება საერთაშორისო თანამშრომლობის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების აქტიური კვლევის გარეშე. ჩვენი მიზანია, საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი კიდევ უფრო მეტად დავაკავშიროთ საერთაშორისო კვლევით სივრცესთან და შევქმნათ შესაძლებლობები ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებისთვის. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აზრით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ქართველი მეცნიერების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციას. ICSCCW-2026-ის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა შეკრება ქმნის შესაძლებლობას არა მხოლოდ არსებული სამეცნიერო შედეგების გაცვლისთვის, არამედ ახალი იდეების, კვლევითი მიმართულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმების ჩამოსაყალიბებლად“, - აცხადებს აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია ICSCCW-2026-ი ორი დღის განმავლობაში 7 სექციად იმუშავებს. მეცნიერები განიხილავენ შემდეგ აქტუალურ სამეცნიერო თემებსა და მიმართულებებს: „Z-რიცხვები მრავალეტაპიან არამკაფიო გადაწყვეტილების მიღებასა და მართვაში: უფრო მაღალი გამომსახველობითი ძალა, თუმცა გარკვეული ფასის სანაცვლოდ“; „რბილი გამოთვლები და ხელოვნური ინტელექტი ინჟინერიაში“; „მე-2 ტიპის Z-რიცხვებისკენ“; „რბილი გამოთვლების თეორია და გამოყენება“; „გადაწყვეტილების მიღების თეორია არასრული ინფორმაციის პირობებში“; „ინფორმირებული მანქანური სწავლება: ახალი შესაძლებლობები“; „დროითი არამკაფიო მოდელირების ახალი მიმართულება კატასტროფის რეგიონების გადაუდებელი ლოგისტიკის დაგეგმვაში“; „მიღწევები მე-3 ტიპის არამკაფიო სისტემებსა და მათ მართვაში“; „ლოგიკური ხაზი მონაცემთა გრანულაციაში“; „მე-3 ტიპის არამკაფიო დასკვნა მსგავსების ზომის გამოყენებით“ და სხვა. სექციებზე განხილულ სამეცნიერო თემებსა და აქტუალურ საკითხებს კონფერენციის მონაწილე მეცნიერები მრგვალი მაგიდის ფორმატში შეაჯამებენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აჭარაში გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი გაიხსნა

25.08.2026.13:49

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი გაიხსნა. რეგიონში მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციაზე დაკვირვება ორნითოლოგებსა და ფრინველებზე დამკვირვებლებს რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმაზე შეუძლიათ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს. აქ ფრინველებზე დაკვირვებისთვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც 15 აგვისტოდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით, 1 000 000 მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ. აჭარა მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა