საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაღუპული სტუდენტის - საბა მეტრეველის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მესამე კურსის სტუდენტის, საბა მეტრეველის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კიდევ ერთი უმძიმესი დანაკლისი განიცადა. ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ახალგაზრდა, ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი - გულისხმიერი, ნიჭიერი, გამორჩეულად კომუნიკაბელური და სიკეთით აღსავსე საბა მეტრეველი - ქარელის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
სამძიმარს ვუცხადებთ საბა მეტრეველის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს, თანავუგრძნობთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ჩვენი სტუდენტის სახელს მოუშუშებელ იარად ვიტოვებთ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.
სხვა სიახლეები
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
01.05.2026.16:50
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.