მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7308.7
0.0443
flag
AZN 1.5736
-0.0003
flag
CNY 39.327
0.0009
flag
EUR 3.1043
0.0009
flag
GBP 3.5907
0.0069
flag
KZT 56.79
0.0014
flag
TRY 0.0586
-0.0001
flag
USD 2.675
-0.0001
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) წევრი გახდა

news image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE - Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on Large Electric Systems) წევრი გახდა, რაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის ენერგეტიკის, ინჟინერიისა და კვლევის მიმართულებით სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ენერგეტიკის სფეროში CIGRE-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ათასობით პროფესიონალსა და ექსპერტს მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან და 1250 წევრ ორგანიზაციას - მათ შორის წამყვან უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებსა და ენერგოინდუსტრიის მძლავრ მოთამაშეებს.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ეტაპობრივად აფართოებს საერთაშორისო პარტნიორობას, მეცნიერ-მკვლევრებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში მათ სამომავლო ინტეგრაციასა და კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს საქართველოში ენერგეტიკის სექტორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის CIGRE-ის წევრობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა და ამავე დროს, ახალი ეტაპია საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის გაფართოების კუთხით. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას ენერგეტიკის ფაკულტეტს, ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პედაგოგებს. სწორედ მათმა პროფესიონალიზმმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის საუკუნოვანმა ტრადიციამ და ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო ხელშეწყობამ შექმნა მყარი საფუძველი საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის.

აღსანიშნავია, რომ დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭო აერთიანებს 61 ეროვნულ კომიტეტს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ინდუსტრიების, ასევე, დარგის პროფესიონალთა და ექსპერტთა ტექნიკური ხედვები და გამოცდილება მაღალ დონეზე მუშავდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ CIGRE-ი ახორციელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საგანმანათლებლო-კვლევით პროგრამას. პროგრამა მოიცავს 16 მიმართულებას და მაღალი კლასის პროფესიონალებითა და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ 250-ზე მეტ სამუშაო ჯგუფს, რომელთა ძალისხმევა მიმართულია სხვადასხვა ქვეყნის ენერგოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. პროგრამა ასევე მოიცავს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებას, ხოლო უმნიშვნელოვანესი საკითხები და თემები ორ წელიწადში ერთხელ განიხილება „პარიზის სესიაზე“, რომელიც ენერგეტიკის დარგში ერთ-ერთი მრავლისმომცველი საერთაშორისო კონგრესია.

დარწმუნებული ვარ, ეს ახალი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური პოტენციალის გაძლიერებას, ისე ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მდგრად განვითარებას“, - აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე აღნიშნავს, CIGRE-ში გაწევრიანებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები კიდევ უფრო აქტიურად ინტერგრირდებიან ენერგეტიკის საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ სივრცეში.

„CIGRE-ის წევრობით ჩვენი სტუდენტები, მეცნიერ-მკვლევრები და პედაგოგები მიიღებენ წვდომას საერთაშორისო კვლევით რესურსებსა და იმ საუკეთესო პრაქტიკებზე, რომლებიც დღეს მსოფლიო ენერგეტიკის განვითარებას განსაზღვრავს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში, სამუშაო ჯგუფებსა და პროფესიულ დისკუსიებში, ერთობლივ კვლევით პროექტებში, ასევე, იმუშავებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ და საინჟინრო მიმართულებებზე. ასეთი პარტნიორობა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი თაობის მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკოსების მომზადებას, მეორე მხრივ კი - საქართველოში ენერგეტიკის სექტორის ინოვაციურ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დარგის დაახლოებას“, - ამბობს ქეთევან ქუთათელაძე.

ცნობისათვის, დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭო (CIGRE - Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on Large Electric Systems) 1921 წელს პარიზში (საფრანგეთი) დაარსდა. 100 წლის განმავლობაში CIGRE-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ენერგოსისტემის ძირითადი ტექნიკური საფუძვლების ჩამოყალიბება-განვითარებაში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მსოფლიო ურბანულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

22.05.2026.15:13

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ თინათინ ყოლბაიამ მონაწილეობა მიიღო ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ურბანული ფორუმის (WUF 13) ფარგლებში გამართულ თემატურ სესიებში. თავის მოხსენებაში თინათინ ყოლბაიამ საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ურბანული განვითარების რეგიონულ ხედვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ფორუმის ფარგლებში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ საქართველოს ეროვნული პავილიონი მოაწყო, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინტერაქტიული ციფრული რუკის პლატფორმის საშუალებით დეტალურად გაცნობოდნენ სივრცითი მონაცემების სტრუქტურას, ვიზუალიზაციასა და პრაქტიკულ გამოყენებას.

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართა თემატური პრეზენტაციები, სადაც მონაწილეები პრაქტიკულად განიხილავდნენ, თუ როგორ გამოიყენება ელექტრონული პლატფორმები დაგეგმარებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა