მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს განცხადებით ეხმაურება

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხს ეხება და რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობასთან, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან დაკავშირებით გავრცელებულია არაერთი მცდარი, დაუსაბუთებელი და რეპუტაციის შემლახველი განცხადება.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პუბლიკაციები სცდება საკითხის ობიექტური და კეთილსინდისიერი გაშუქების ფარგლებს და შეიცავს უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და, მათ შორის, ღვაწლმოსილი პროფესორების ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის შემლახველ „შეფასებებს“. მსგავსი შინაარსის განცხადებები, სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივი ინტერესით განპირობებული ინფორმაციის გავრცელების სათანადო ფორმად.

„დომენტი (დიტო) ჩუბინიძისთვის, როგორც აკადემიური თანამდებობის პირისთვის, ცნობილი უნდა იყოს, რომ უნივერსიტეტის მხრიდან სრულად იყო დაცული ეთიკის ნორმები და ეთიკის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. კერძოდ, დაცული იყო როგორც ეთიკის კომისიის სხდომის მიმდინარეობის, ისე სხდომის ოქმისა და მასთან დაკავშირებული მასალების კონფიდენციალურობა. „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოებას მიეწოდა შინაარსობრივად დამახინჯებული მონაცემები, მათ შორის, მიზანმიმართულად გავრცელდა მცდარი ცნობები, თითქოსდა უნივერსიტეტმა დიტო ჩუბინიძესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ განმარტოს საკითხის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.

უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში წარმოებული საქმის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დომენტი ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში წარდგენილი ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. შესაბამისად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილება განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი გარემოებებითა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია შრომითი ურთიერთობის შეჩერებაზე და არა მის შეწყვეტაზე. ამდენად, პუბლიკაციებში ამ ორი განსხვავებული სამართლებრივი დეფინიციის ერთმანეთთან გაიგივება რეალობის დამახინჯებულ სურათს ქმნის და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს მის მიერ განხორციელებული მოქმედებები კანონსაწინააღმდეგო, თვითნებური ან კონკრეტული პირის უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. უნივერსიტეტი მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და შიდა მარეგულირებელი აქტების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო დადგენილი პროცედურები, ეთიკური სტანდარტები და შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს სცემს და სრულად იზიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და აცნობიერებს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ან ბრალის წარდგენა ავტომატურად არ ადასტურებს მის დანაშაულს. ამასთან, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს უნივერსიტეტის ვალდებულებას, იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის, საკუთარი შიდა რეგულაციებისა და აკადემიური ეთიკის პრინციპების შესაბამისად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცალსახად აცხადებს, რომ დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, ისევე როგორც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, აქვს უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთების შეფასება - შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში - კომპეტენტური ორგანოების პრეროგატივაა და არა მედიის საშუალებით გავრცელებული ცალმხრივი შეფასებებისა თუ ზეწოლის საგანი.

უნივერსიტეტი მოუწოდებს სტატიის ავტორებსა და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის, ობიექტურობისა და სიზუსტის პრინციპები, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაციის გავრცელებისგან და პატივი სცენ უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და თითოეული თანამშრომლის კანონიერ უფლებებსა და პროფესიულ რეპუტაციას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აფრთხილებს დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, რომ უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, უნივერსიტეტისა და მისი აკადემიური პერსონალის შესახებ არაზუსტი, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის გავრცელებისა და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების კვლავაც გამოქვეყნების შემთხვევაში, საკითხი განსახილველად გადაეცემა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიას, რომელიც იმსჯელებს აღნიშნული ქმედებების ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისა და მათზე სათანადო რეაგირების საკითხზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა