მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.4
0.0016
flag
AZN 1.5506
-0.0009
flag
CNY 38.883
-0.0036
flag
EUR 3.0128
-0.0019
flag
GBP 3.5292
-0.0098
flag
KZT 55.65
-0.007
flag
TRY 0.0561
0
flag
USD 2.6359
-0.0012
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი, პედაგოგები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის - გუგა გურგენაშვილის კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანის მიმდებარედ, მდინარე ქსანში ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებენ ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სტუდენტის, გუგა გურგენაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ნიჭიერი და სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდის, მომავალი არქიტექტორის დაკარგვა მოუშუშებელი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის. ამ ტრაგიკულ წუთებში რთულია გადმოსცე ის ტკივილი, რომელსაც ასეთი უმძიმესი დანაკარგი იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ გუგამ მხოლოდ ერთი წელი დაჰყო უნივერსიტეტის კედლებში, მან მოასწრო თბილი და ნათელი კვალი დაეტოვებინა პედაგოგებსა და მეგობრებში. რომ არა ეს სულისშემძვრელი ბედუკუღმართობა, ის აუცილებლად მიაღწევდა მიზანს, იტყოდა თავის სათქმელს. ვუსამძიმრებთ გუგას ოჯახს, გამძლეობა და სულის სიმტკიცე მის მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, პედაგოგებს. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე [არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების] წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება - TBC Capital

13.07.2026.19:00

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის პულსი - მაისი 2026” აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიურ ზრდის ტემპს დაუბრუნდა ყველა შერჩეულ რეგიონში. მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება.

,,თბილისში მაისის მაჩვენებლები ზომიერად აღდგა, სასტუმროებსა და რესოტრნებში პოზიტიური წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა, ხოლო სასტუმროებში გაზრდილ დანახარჯებს თან ახლდა საშუალო დანახარჯის ზრდაც.

აჭარაში მაისში დაფიქსირებული აღდგენა მეტწილად სასტუმროებით იყო განპირობებული. წლიური ზრდა ორივე ხარჯვით კატეგორიაში დადებითია, თუმცა რესტორნებში აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით ზომიერია. ამასთანავე, ტრანზაქციის საშუალო მოცულობა ორივე კატეგორიაში შემცირდა წინა წელთან შედარებით.

კახეთში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები შერჩეულ რეგიონებს შორის ყველაზე მეტად გაიზარდა. მაისში სასტუმროებში დანახარჯებიც აღდგა, თუმცა ტრანზაქციის საშუალო მოცულობის შემცირება მიუთითებს, რომ ზრდა მეტწილად ტრანზაქციების რაოდენობამ განსაზღვრა.

მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება”, - აღნიშნულია ანგარიშში.

TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა შედარებით სუსტი აპრილის შემდეგ აღდგა და 30 %-ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 32%-ით გაიზარდა. ამავე თვეში თბილისში სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა, შესაბამისად, 24% და 38 %-ს გაუტოლდა. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38 % -ით , ხოლო

რესტორნებში 13% -ით გაიზარდა. რაც შეეხება კახეთს, უნაღდო დანახარჯები სასრუმროებში წლიურად 23%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში 43 % -იანი ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა