მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2026“ გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (გერმანია) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან პარტნიორობითა და თანაორგანიზებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2026″ - ჩატარდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონფერენციას, რომლის მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების განხილვა, ინოვაციური იდეების გაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა თალიკო ჟვანიამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სახელით წარმატება უსურვა. თავის გამოსვლაში დეკანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას, ახალი იდეების წარმოჩენასა და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერებას. დეკანმა ხაზგასმით ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მსგავსი შეხვედრების როლზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების წარმოჩენისა და აკადემიური კავშირების გაღრმავების პროცესში.

როგორც თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნის გაზიარება, ახალი სამეცნიერო მიდგომების განხილვა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის, ისე ინოვაციური გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვისთვის.

„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ყოველწლიურად აგრძელებს განვითარებას და სხვადასხვა უნივერსიტეტს მასპინძლობის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კონფერენცია ბათუმში გაიმართა, წელს კი მას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენ შორის არსებულ აკადემიურ პარტნიორობასა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების საერთო ინტერესს.

მსგავს ფორმატში კონფერენციების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს აერთიანებს, ქმნის სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების განხილვისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ამასთანავე, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო და კვლევითი კავშირების განმტკიცებას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული უნივერსიტეტების წარმოჩენას. ჩვენი მიზანია, კონფერენცია იქცეს პლატფორმად, სადაც აკადემიური დიალოგი კონკრეტულ სამეცნიერო შედეგებსა და მომავალ ერთობლივ პროექტებში აისახება“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა