მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოხსენებით წარსდგა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი სერგო შავგულიძე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების მიზნით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technical University of Munich - TUM) იმყოფებოდა. ვიზიტი, რომელიც 19 დღის განმავლობაში გაგრძელდა, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე ციფრული კომუნიკაციის სისტემების მიმართულებით მიმდინარე კვლევების ინტეგრირების ფარგლებში განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ვიზიტის პროგრამის შესაბამისად, პროფესორმა სერგო შავგულიძემ TUM-ის სამეცნიერო სემინარზე წარადგინა მოხსენება თემაზე - „კოდირებული მოდულაციის სისტემები და მათი გამოყენება მრავალანტენიან კომუნიკაციებში“. ინფორმაცია პრეზენტაციისა და პროფესორის ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ განთავსდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი მეცნიერის საერთაშორისო აკადემიურ აღიარებას.

როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი აღნიშნავს, მოხსენება მოიცავდა ავტორის მიერ ბოლო წლებში, ინფორმაციის თეორიისა და კოდირებული მოდულაციის სისტემების სფეროში მიღებული ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო შედეგებს. პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, სტუ-ის პროფესორის ვიზიტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპული აკადემიური სივრცის თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რაც ხელს უწყობს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ერთობლივი კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციას და საქართველოს პოზიციონირებას გლობალური საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კვლევის რუკაზე.

„მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ სერგო შავგულიძის სამუშაო ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარების თვალსაჩინო მაგალითია. ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო შედეგების ინტერნაციონალიზაციის, ისე ერთობლივი კვლევითი პლატფორმების გაძლიერების თვალსაზრისით. პროფესორ შავგულიძის მიერ წარმოდგენილი კვლევები კოდირებული მოდულაციის სისტემებისა და მრავალანტენიანი კომუნიკაციების მიმართულებით პასუხობს თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების აქტუალურ გამოწვევებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიღებული შედეგები თანხვედრაშია უახლესი თაობის მობილური საკომუნიკაციო ქსელების - 5G-ისა და 6G-ის, ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან და შეესაბამება საერთაშოპრისო ტელეკომუნიკაციების კავშირის - ITU-ს რეკომენდაციებს. დარწმუნებული ვართ, ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ინიცირებას, საერთაშორისო საგრანტო აქტივობებში ჩართულობის ზრდას და ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის კიდევ უფრო ფართოდ წარმოდგენას ევროპულ და გლობალურ სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში. მსგავსი ვიზიტები ქმნის მყარ საფუძველს ცოდნის ტრანსფერის, ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების და ინოვაციური კვლევების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის პროფესორის თქმით, მოხსენებაში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაუსის, ლიპშიცისა და ჰურვიცის მთელ რიცხვებზე დაფუძნებულ ალგებრულ-რიცხვით მიდგომებზე, რაც ახალი სიგნალებისა და სიგნალურ-კოდური კონსტრუქციების ასაგებად გამოიყენება. როგორც სერგო შავგულიძე აღნიშნავს, მან განიხილა ჰიბრიდულ ფაზურ (ამპლიტუდურ-ფაზურ) და სიხშირულ მოდულაციებზე დაფუძნებული ორ- და მრავალგანზომილებიანი სიგნალების ფორმირების პრინციპები, რაც თანამედროვე ციფრული საკომუნიკაციო სისტემების განვითარების ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა.

„ამ თეორიული საფუძვლის გამოყენებით შემუშავებულია მრავალანტენიანი სივრცითი მოდულაციისა და განზოგადებული მრავალნაკადიანი სივრცითი მოდულაციის ახალი სქემები. განხორციელებულია მათი სინთეზი შეცდომების მაკონტროლებელ კოდებთან, რაც უზრუნველყოფს სისტემის საიმედოობისა და გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას. წარმოდგენილმა ანალიტიკურმა შეფასებებმა და კომპიუტერულმა სიმულაციებმა დაადასტურა, რომ შეთავაზებული სისტემები გამოირჩევა გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით, საკომუნიკაციო არხში შეცდომების კორექციის მაღალი უნარით, მონაცემთა გადაცემის გაზრდილი სიჩქარით, ენერგეტიკული და სპექტრული ეფექტიანობის გაუმჯობესებით, აგრეთვე რეალიზაციის ოპტიმალური სირთულით. ეს უპირატესობები მათ კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო ანალოგებთან შედარებით. პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი სისტემების ინტეგრირების შესაძლებლობებს მოქმედ 5G და პერსპექტიულ 6G მობილურ საკომუნიკაციო ქსელებში. საგულისხმოა მიღებული შედეგების შესაბამისობა ITU-ს რეკომენდაციებთან, რაც მათ პრაქტიკულ დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს“, - აცხადებს სერგო შავგულიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, სერგო შავგულიძემ წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი - ავტომატური ელექტროკავშირის სპეციალობით. 1984 წელს მან მოსკოვში, Institute for Control Problems-ში (სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია) დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1991 წელს - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი Institute for Information Transmission Problems-ში. 1993 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ინფორმაციის თეორია, შეცდომათა მაკონტროლებელი კოდირების თეორია და კოდირებული მოდულაციის სისტემები; არის 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფესორი სერგო შავგულიძე მონაწილეობდა არაერთ მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით კონფერენციასა და სიმპოზიუმში. გარდა ამისა, ერთობლივი კვლევების ჩატარებისა და სალექციო კურსების წაკითხვის მიზნით, 1992–2024 წლებში ის არაერთხელ მიიწვიეს პროფესორად გერმანიაში - დარმშტადტის, ულმის, კონსტანცისა და ესენის უნივერსიტეტებში, ასევე, შვედეთის ლინჩეპინგისა და ლუნდის უნივერსიტეტებში, დანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technical University of Denmark, ლინგბი, დანია) და გაერთიანებული სამეფოს ლანკასტერის უნივერსიტეტში (Lancaster University – UK); 2006-2025 წლებში მონაწილეობდა International Telecommunication Union-ის (ITU) ეგიდით ორგანიზებულ მრავალ კონფერენციასა და სემინარში; 2015, 2019 და 2023 წლების რადიოკომუნიკაციის ასამბლეებზე (RA-2015, RA-2019, RA-2023) კი პროფესორი სერგო შავგულიძე ITU-R-ის სასწავლო ჯგუფების ვიცე-თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა