მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალთა სამეცნიერო-აკადემიურ საზოგადოებას და სტუდენტებს მარტის დღესასწაულებს ულოცავს

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ქალთა სამეცნიერო-აკადემიურ საზოგადოებასა და სტუდენტებს მარტის დღესასწაულებს ულოცავს და პედაგოგიურ-კვლევით საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას უსურვებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს - ქალ მეცნიერებს, ინჟინრებს, პედაგოგებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც უდიდესი სიყვარულით, თავდადებით ემსახურებიან ქართულ განათლებას, მეცნიერებას, ინჟინერიას, მომავალი თაობების აღზრდას.

ქალებს უდიდესი როლი აკისრიათ საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფორმირებაში. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ მამოძრავებელი ძალა ყველა სფეროში! თქვენი თავდადება და საქმისადმი ერთგულება შთააგონებს თაობებს და აძლიერებს ერს, ქართულ სახელმწიფოს. თქვენი პროფესიონალიზმი, მრავალმხრივი ნიჭი, სულიერი სიმტკიცე და შეუპოვრობა საფუძველთა საფუძველია წარმატებული ოჯახების და ძლიერი, განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებისა.

განსაკუთრებული პატივისცემით მივმართავ ჩვენს მეცნიერ ქალებს, რომლებიც ახალი იდეების გენერირებისა და საინჟინრო დარგების განვითარებისთვის თავდაუზოგავად მუშაობენ. მათი მოღვაწეობა ხელს უწყობს ჩვენი უნივერსიტეტის ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში. ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტი გოგონებისთვის სწორედ ისინი ხდებიან თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქალმა მეცნიერმა, პედაგოგმა საკუთარი ცოდნა და ნიჭი ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. 

მარტის დღესასწაულებს ვულოცავ ჩვენს სტუდენტ გოგონებს, რომლებიც ვაჟებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მომავალი ხართ! თქვენი მოტივაცია, ნიჭიერება და ინოვაციისადმი სწრაფვა საქართველოს მდგრადი განვითარების, უკეთესი სამყაროს ჩამოყალიბების ძლიერ გარანტიებს ქმნის, რადგანქალები, თავიანთი შეუპოვარი სულისკვეთებით, მუდამ მხარს უჭერთ პროგრესსა და განვითარებას. 

ჯანმრთელობას და პირად წარმატებას ვუსურვებ ყველა ქალს: ერთი მხრივ - დედას, ქალიშვილს, დას და მეორე მხრივ - მეცნიერს, პედაგოგს, ლიდერს, რომელთა მიღწევები აძლიერებს ჩვენს უნივერსიტეტს, ჩვენს ქვეყანას. მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის, სიმამაცისთვის, სიყვარულისთვის, რითაც ყოველდღიურად ემსახურებით განათლებას, მეცნიერებას, თქვენს ოჯახებსა და ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა