მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს სამძიმარს უცხადებს

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლსა და თითოეულ მოქალაქეს სამძიმარს უცხადებს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაცვალების გამო.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, რაც უმძიმესი დანაკლისია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსა და თითოეული ჩვენგანისთვის.

მისი უწმინდესობა იყო ერის სულიერი მამა, რომელმაც „სუდარაგადაფარებული საქართველოს ეკლესია“ დაუბრუნა სიცოცხლეს, საქართველოს გაუთენა „მზიანი ღამე“ და ქართველი ერი ჭეშმარიტების ძიების გზაზე დააყენა. პატრიარქის ავტორიტეტი სცდებოდა საეკლესიო სივრცეს და მოიცავდა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებას. იგი წარმოადგენდა იმ იშვიათ მოღვაწეს, რომელმაც შეძლო სულიერი ღირებულებებისა და განათლების იდეის ორგანული შერწყმა, რითაც განსაზღვრა მრავალი თაობის მსოფლმხედველობა და სამოქალაქო თვითშეგნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი უდიდესი წვლილი ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეში. უწმინდესის მოღვაწეობა ყოველთვის ემსახურებოდა მომავალი თაობის სულიერი ღირებულებების, ზნეობისა და განათლების მნიშვნელობის გაღრმავებას. მისი ხედვა ემყარებოდა რწმენას, რომ განათლებული და სულიერად გაძლიერებული თაობა ქვეყნის პროგრესის, მეცნიერების განვითარებისა და ეროვნული იდენტობის განმტკიცების საფუძველია.

პატრიარქის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სტუდენტებში სულიერი ცნობიერების ამაღლებასა და ჰუმანისტური ღირებულებების განმტკიცებაში. ახალგაზრდებისთვის ცენტრი დღემდე წარმოადგენს სივრცეს, სადაც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა, სულიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ მისი უწმინდესობის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, მიენიჭა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. ეს აღიარება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთლიანად ქართული სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცისადმი პატივისცემის გამოხატულება იყო.

დღეს ჩვენთვის ანდერძად ჟღერს 2026 წლის საშობაო ეპისტოლეში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავთან დაკავშირებული სიტყვები: „ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც - „ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება,“ სადაც პატრიარქმა გამოხატა თავისი ცხოვრების სიღრმისეული ფილოსოფია - თავმდაბლობა, პასუხისმგებლობა და ადამიანთა მიმართ უსაზღვრო სიყვარული. ეს მოწოდება არსებითად ასახავს პატრიარქის უმთავრეს გზავნილს: ცოდნა, სულიერი ზრდა და ნამდვილი ადამიანობა მჭიდრო კავშირშია თანაგრძნობასა და მომთმენობასთან. პატრიარქის ცხოვრება, ქადაგებანი და პიროვნული მაგალითი არის უწყვეტი გზამკვლევი მომავალი თაობებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლსა და სრულიად საქართველოს.

„თქვენო უწმინდესობავ, გემშვიდობებით!
თქვენგან ბოძებული სიკეთენი დაუშრეტელ ნათელს ჰფენს ქართველი ერის სულსა და გულს“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმრის წერილში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა