მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა Corso Italia -ს ახალი თაობის მაღაზიის ინტერიერის კონცეფცია შეიმუშავეს

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსის - „Corso Italia - Next Gen“ გამარჯვებული ორი პროექტი გამოავლინეს. საუკეთესოდ აღიარებული პროექტები შესრულებულია ორ-ორი სტუდენტის ავტორობით; თეა ჯელაძე და გიორგი ჭანიძე; ლალი სალუქვაძე და გუგა ნაცვლიშვილი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საკონკურსო პირობების თანახმად, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა „Corso Italia“-ს ახალი თაობის მაღაზიის ინტერიერის კონცეფცია დაამუშავეს. პროექტი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კომპანია „ICR ტრეიდთან“ პარტნიორობით განახორციელა.

დაჯილდოების ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები: ნახაზები, ესკიზები და ფერში შესრულებული 3-განზომილებიანი ვიზუალიზაციის ვერსიები.

როგორც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც სტუდენტების მხრიდან პრაქტიკულ ჩართულობასა და პასუხისმგებლობის ამაღლებას მოითხოვს, მნიშვნელოვანად აუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს. პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა „ICR ტრეიდის“ ხელმძღვანელობას და პარტნიორობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

„კონკურსებში მონაწილეობით სტუდენტები თავიანთ იდეებს, ხედვებსა და პროფესიულ ამბიციებს რეალურ პროექტებად აქცევენ. „Corso Italia - Next Gen“-ის ფარგლებში წარმოდგენილმა ნამუშევრებმა კიევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ჩვენი სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალი, თანამედროვე დიზაინერული აზროვნების დონე და ის პასუხისმგებლობა, რომლითაც ახალგაზრდები რეალურ ბიზნესამოცანებს ეკიდებიან.

მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვნად ამაღლებს სასწავლო პროცესის ხარისხს, რადგან სტუდენტები უშუალოდ ეცნობიან პროფესიულ გარემოს, სწავლობენ კონკრეტულ ბრენდთან მუშაობას და რეალური დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებას. ეს პროცესი მათთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესთან თანამშრომლობა, რაც უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მყარ კავშირებს აყალიბებს. მადლობას ვუხდი კომპანია „ICR ტრეიდს“ ნდობისა და ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კიდევ არაერთ საინტერესო, ინოვაციურ და სტუდენტებზე ორიენტირებულ პროექტს განვახორციელებთ“, - ამბობს ნუგზარ ხვედელიანი.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი მსხვილი კომპანიების რიცხვს „ICR ტრეიდ ჯგუფი“ შეემატა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისთვის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ სასწავლო პროცესი თანამედროვე მოთხოვნებთან იყოს თანხვედრაში. მსგავსი კონკურსები საშუალებას გვაძლევს, საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო მეტად გავხადოთ პრაქტიკულზე ორიენტირებული და სტუდენტებს შევთავაზოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც აუდიტორიის სივრცეს სცდება. „Corso Italia - Next Gen“-ის პროექტმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლისა და რეალური სამუშაო პროცესის ერთმანეთთან დაახლოება. სტუდენტები სწავლობენ იდეიდან ჯერ კონცეფციის, შემდეგ კი დასრულებული ვიზუალური გადაწყვეტილების შემუშავებას, რაც ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის ასე მნიშვნელოვანია. სწორედ მსგავს ფორმატებში იძენს უნივერსიტეტი თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას, რომელიც მომავალ სპეციალისტებს რეალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად ამზადებს“, - აღნიშნავს ზაზა ბუაჩიძე.

კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა კომპანია „ICR ტრეიდის“ დამფუძნებელმა კახა ხაზარაძემ. ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა კომპანიის დირექტორმა ნანი ანდიაშვილმა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ICR ტრეიდ ჯგუფი“ დიდ როლს ანიჭებს ისეთი კონკურსების ჩატარებას, რომლებიც სტუდენტებს შემოქმედებითი რეალიზაციის შესაძლებლობას უქმნის და ამასთან ერთად, მათ კარიერულ განვითარებაზე აისახება.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა