საქართველოს უზბეკეთთან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა აკავშირებს - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე უზბეკეთის რესპუბლიკის IT პარკის აღმასრულებელ დირექტორს ჯახონგირ რადჯაბოვს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები სტარტაპ-ეკოსისტემის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პროგრამული უზრუნველყოფისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პარკის ადმინისტრაციას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, ორ ქვეყანას შორის ინოვაციური ეკოსისტემების დაკავშირებას, სტარტაპების ორმხრივ თანამშრომლობასა და საერთაშორისო გაფართოების ხელშეწყობას.
„ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითა და ბიზნესის გაფართოების კუთხით, უზბეკეთი ქართული სტარტაპებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარია. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებთან ამ მიმართულების თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს სტარტაპებს წვდომა ჰქონდეთ იმ სახელმწიფო სერვისებზე, რომელსაც მათ უზბეკეთის მთავრობა სთავაზობს“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
28.08.2026.10:53
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 26-დან 31 გრადუსამდე დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დროდადრო იწვიმებს. ჰაერი 28-30 გრადუსამდე გათბება, ხვალიდან კი ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი საქართველოში თვის ბოლომდე შენარჩუნდება.