მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოსა და ჩინეთს შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის" მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარებას მნიშვნელოვნად დაეხმარება - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი საჰაერო აბრეშუმის გზის  განვითარების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობას შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სხვა სექტორებში. ველოდებით, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვა მეტი ჩინური ავიაკომპანია, გაიზრდება რეისები და სიხშირეები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ მემორანდუმი ჩინეთში საქართველოს სახელმწიფო ვიზიტის დროს გაფორმდა და მას ხელი მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მოაწერა.

თამარ იოსელიანის განცხადებით, ჩინეთში გაფორმდა კიდევ ერთი მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის  თანამშრომლობა  ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით გაძლიერდება. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდის ტენდენცია და შეთანხმდნენ, რომ სატვირთო ავიამიმოსვლის შემდგომი ხელშეწყობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ხელი შეუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებამ.

"ჩვენი ძალიან ოპტიმისტური მოლოდინია, რომ უახლოეს პერიოდში გაიზარდება ჩინეთთან ფრენების მიმართულებები და სიხშირეები, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მგზავთნაკადის ზრდაზე", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ამჟამად საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ორი ჩინური ავიაკომპანია - China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ახორციელებს, სამგზავრო ფრენები კი კვირაში 5 სიხშირით სრულდება. ამა წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 88,627 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 81%-ით მეტია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა