მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით - ლაშა ხუციშვილი

news image
mbc image

„საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ისაუბრა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების პოტენციალზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის განვითარებას.

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წელიწადში, წლიურად, საშუალოდ 9.3%-ს აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, 7.8%-ს შეადგენს. მისი თქმით, საქართველოს ფისკალური პარამეტრები ჯანსაღ დონეზე ნარჩუნდება. 2025 წლის ბოლოსთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ, 2.6%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი 1.4%-მდე შემცირდა. აღნიშნული, თავის მხრივ, განაპირობებს ვალის დაბალ და უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებას.

„წარმატებულმა ფისკალურმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მშპ-ის 7%-8%-მდე მიგვემართა კაპიტალურ დანახარჯებზე და შეგვექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ახალი ენერგეტიკული გადამცემი ქსელები, რკინიგზის ინფრასტრუქტურის განახლება და სხვა. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შუა დერეფნის დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და გამტარუნარიანობის ზრდაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა ენერგეტიკული შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე.

„საქართველო აქტიურად მუშაობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტზე, რომლითაც საქართველოს მეშვეობით სამხრეთ კავკასიის ქსელი დაუკავშირდება ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს, რაც გააჩენს სრულიად ახალ შესაძლებლობებს რეგიონისთვის. თავის მხრივ, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომ დაკავშირებადობის მსგავსი პროექტების განხორციელებით, სრულიად ახალი, ენერგეტიკული შუა დერეფნის ჩამოყალიბება რეალობად იქცეს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს საიმედო და სტაბილურ ეკონომიკას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

12.11.2026.18:40

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში აღდგა ღვარცოფის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთი, აშენდა ახალი საფეხმავლო ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა.

ძლიერი ღვარცოფის შედეგად დაზიანებული იყო მდინარის ორივე სანაპიროზე არსებული ნაპირსამაგრი კედლები, გზის სავალი ნაწილი და ავტობუსის მოსაცდელი. ასევე დაზიანებული იყო ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საფეხმავლო ხიდი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აშენდა ახალი ერთმალიანი საფეხმავლო ხიდი, მოეწყო რკინაბეტონის ნაპირსამაგრი და ნაკადჩამქრობი კედლები, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. ასევე აღდგა გზის ასფალტბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარი და ახალი ავტობუსის მოსაცდელი.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 862 630 ლარი შეადგინა.
განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ისე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ვიზიტორებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა