საქართველოში 12 ივლისს რეკორდული რაოდენობის აფრენა - დაფრენა განხორციელდა l საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია ევროკონტროლი
საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია „ევროკონტროლის“ კვლევის თანახმად, 12 ივლისს საქართველოში 289 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი საქართველოში 2025 წლის 24 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც 277 აფრენა - დაფრენა განხორციელდა.
სამოქალაქო ავიაციაში აფრენა-დაფრენის ზრდა თვითმფრინავების მიერ შესრულებული რეისების რაოდენობის მატებას ნიშნავს, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკას სამოქალაქო ავიაციის განვითარების კუთხით. ევროკონტროლის ეს მონაცემი პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში ფრენების ოდენობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება.
ევროკონტროლმა როგორც საქართველოს, ისე ზოგადად ევროპის სანავიგაციო სივრცეში შემავალი სახელმწიფოების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საავიაციო ანალიტიკური სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ევროპაში ფრენების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს შეეხებოდა.
სხვა სიახლეები
11 აგვისტოს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
10.08.2026.21:46
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.