საქართველოში 2025 წლის მეოთხე კვარტალში 4887 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, GCCA-მა 2025 წლის მე-4 კვარტალში განხორციელებულ 3 კონცენტრაციასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში 4887 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. 4873 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 14 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი წლიური შემოსავლის
ნაწილშიც.
აღნიშნული 14 შემთხვევიდან 11 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 3 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, GCCA-მა აღნიშნულ სამ კონცენტრაციაზე საქმის წარმოება დაიწყო.
2025 წელს საქართველოში 23768 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, საიდანაც GCCA-სთან წინასწარ შეტყობინებას საჭიროებდა და შესაბამისად, თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე.
ინფორმაციას კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
08.06.2026.18:45
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.
მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.