მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

საქართველოში დაჭრილ მებრძოლთა კვირეული მიმდინარეობს

news image
mbc image

საქართველოში დაჭრილ მებრძოლთა კვირეული აღინიშნება. საგანგებო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილი, დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციაზე, სოციალურ დაცვასა და სამედიცინო მხარდაჭერაზე ზრუნვა. 

წარმოდგენილი იყო დაჭრილ მებრძოლთა აქტიური ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა დასხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში მიღებული ჯილდოების ექსპოზიცია. სტუმრებს პარასპორტულიინვენტარის დათვალიერების საშუალება ჰქონდათ, რომელიც “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” ჩართულობით იქნა შეძენილი. 

ფონდი 2018 წელს კომპანია სილქნეტმა დაარსა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი  კი,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდის მხარდაჭერაა.  დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო ძლიერთა თამაშებში - მჯდომარე კალათბურთისა და მშვილდოსნობისა და სპორტის სხვა სახეობაში. ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან — Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“  გუნდები შესაბამისი  ინვენტარით უზრუნველყო. სხვადასხვა წლებში ფონდმა შეიძინა მჯდომარე კალათბურთის ეტლები და მშვილდოსნობისთვის საჭირო აღჭურვილობა.

წელს კომპანია სილქნეტისა და ფონდის მხარდაჭერით,   მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა სპორტულ გუნდს, რაც საშუალებას აძლევს დაჭრილ მებრძოლებს სპორტის ამ სახეობაშიც დაიწყონ მომზადება.  მჯდომარე კალათბურთის, მშვილდოსნობისა და სპორტის სხვა  სახეობის  გუნდები  „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) იასპარეზებენ, რომელიც 2027 წელს დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება.

დაარსების დღიდან,  მთავარმა დონორმა,  სილქნეტმა ფონდში 2 681 000 ლარი გადარიცხა. რაც შეეხება, სხვა კომპანიებისა და კერძო შემომწირველების მხარდაჭერას, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარიტეტული თანადაფინანსებას, ფონდმა ჯამურად 7 მილიონ ლარზე მეტი მოახმარა დაჭრილი მებრძოლებისა და მათი ოჯახების სამედიცინო თუ სხვა საჭიროებებს.

დაჭრილ მებრძოლთა კვირეული 2021 წლიდან ტარდება და სტარტს ყოველ წელს, 30 ივნისს, დაჭრილ მებრძოლთა დღეს იღებს. ამ თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად იმართება სპორტული და კულტურული კვირეული, რომლის მიზანია დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი მიღწევების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა. ფონდის შემომწირველები არიან სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები.  ფინანსური და წლიურიანგარიშები გამოქვეყნებულია ფონდის ვებ გვერდზე. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

06.07.2026.18:37

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა