მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

news image
mbc image

საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ხაზი გაუსვა აღნიშნული სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია სანდო და ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის.

„ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები გახდა ჩვენი პროფესიული გარემოს მნიშვნელოვანი საფუძველი. შეიქმნა ანგარიშგების უნიკალური საჯარო სისტემა (Reportal.ge), განვითარდა ზედამხედველობის მექანიზმები და თანდათან გაიზარდა, როგორც ბიზნესის, ისე პროფესიული სექტორის ჩართულობა. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საბუღალტრო და აუდიტორული სექტორის ჩართულობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სფეროში SARAS-ის მანდატის გაფართოება და ზედამხედველობის გაძლიერება, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სანდოობის დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა, მათ შორის, მსოფლიო ბანკმა და სხვა პარტნიორებმა.

ლაშა ხუციშვილმა სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა ათი წლის განმავლობაში სისტემის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ბიზნესისა და პროფესიული ორგანიზაციების როლს რეფორმის ხელშეწყობის პროცესში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარასა და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით - გარემოს ეროვნული სააგენტო

06.11.2026.18:03

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს.

„7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარასა და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი. 

დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა